ავტორი:

"გასაოცარია, რომ ამ ყველაფერს ორგანიზებას ჩვენი მთავარი მოკავშირე რუსეთი უწევს" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ვიზიტს?

"გასაოცარია, რომ ამ ყველაფერს ორგანიზებას ჩვენი მთავარი მოკავშირე რუსეთი უწევს" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ვიზიტს?

რამდენიმე დღეა ოკუპირებულ აფხაზეთში "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლების ჩასვლის გარშემო ე.წ პოზიცისა და ოპოზიციას, ასევე, მათ მომხრეებს შორის დაპირისპირება არ წყდება. ადგილობრივმა პოლიტიკურმა პარტია “არუაამ", რომელიც ანქვაბი-ბჟანიას გუნდის დაუღალავ კრიტიკოსად მიიჩნევა, მწვავედ გააპროტესტა ქართველი პოლიტიკოსების აფხაზეთში ვიზიტი, რასაც მოსახლეობის ნაწილიც აჰყვა და საბოლოოდ, ირმა ინაშვილთან აფხაზეთში შეხვედრის გამო ბჟანიას თანაშემწე ლაშა საკანია გადადგა.

ინფორმაცია, ასლან ბჟანიას "მრჩევლისა" და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შესახებ ქართული მედიით გავრცელდა. ლაშა საკანიას თქმით, "ეს იყო მხოლოდ ჰუმანიტარული აქცია”, რომლის ორგანიზებაც მოხდა მისი მოსკოველი მეგობრების თხოვნით.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, “აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ” განაცხადა, რომ არ მიიღებს ხატს, რომელც მათ ქართველებმა აფხაზეთში, ილორის ტაძარში ჩაიტანეს და მას ქართულ ეკლესიას უკან უბრუნებს. ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ აფხაზური მხარე ხატს ენგურის ხიდთან დააბრძანებდა... შესაბამისად, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რა ვითარებაში დააბრუნებს აფხაზური ეკლესია ხატს, ან საერთოდ დააბრუნებს თუ არა.

ირმა ინაშვილის თქმით, ის ნამდვილად იმყოფებოდა აფხაზეთში.

"ეს იყო მხოლოდჰუმანიტარული მისია, ყოველგვარი პოლიტიკური სარჩულის გარეშე...” - განაცხადა მან.

"ილორში ჩამოვიდნენ და საქართველოს გამთლიანებაზე ილოცეს... თან ამ პროცესში მონაწილეობდნენ აფხაზი პოლიტიკოსებიც, მთავრობის წარმომადგენლებიც... ეს მოგვიტანა ანქვაბის გუნდმა!" - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი.

იყვნენ უფრო რადიკალურებიც, რომლებიც ამ შეხვედრას "ღალატს" უწოდებდნენ, თუმცა, შედარებით ლოიალლურებიც, რომლებიც ისევ და ისევ მიიჩნევენ, რომ ქართულ მხარესთან დიალოგი აუცილებელია...

ზოგი მათგანი საკუთარ "ხელმძღანელობაზე" მეტად რუსეთზე გაბრაზდა, ამბობენ, კრემლი ისევ ჩვენს ზურგს უკან ცდილობს ჩვენს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში ჩარევასო.

“ანუ რა გამოდის, რუსეთმა რომ გვთხოვოს, მზად ვართ საზღვარი ყველას გაუხსნათ, თანაც ჩუმად?!. ფაქტია, რომ ბოლო წლებში ქართველები შეიცვალნენ და ჩვენს განწყობებშიც არის საკმაოდ ცვილელები, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ ვიღაც პოლიტიკოსები ჩამოვიდნენ, ვითომ მოსალოცად, მაშინ, როდესაც ყველამ მათ შორის ქართველებმაც იციან, რომ მათ წინასაარჩევნოდ გარკვეული ქვენაგრძნობები ამოძრავებთ. გასაოცარია, რომ ამ ყველაფერს ორგანიზებას ჩვენი მთავარი მოკავშირე რუსეთი უწევს, რომ არაფერი ვთქვა, ორივე მხარეს საზღვრის უკანონო დარღვევაზე... სწორედ იქიდან ხდება ამ ვიზიტის დაგეგმვა. კითხვები გვაქვს მოსკოვის საიმედოობასთან დაკავშირებით და იმედია, პასუხებსაც მივიღებთ...” - წერს ირმა გულბანი.

არავის სჯერა, რომ ამ ვიზიტის საქმის კურსში არ იყო ანქვაბი-ბჟანიას გუნდი და ეს ყველაფერი თავის თავზე, "შტატგარეშე თანამშრომელმა" საკანიამ მხოლოდ საკუთარი ინიციატივით აიღო.

"ფაქტია, რომ ის გადაყვა ამ საქმეს, მაგრამ ეჭვი არავის გვეპარება, რომ ამ საქმის უკან თავად ხელისუფლება და მოსკოვი დგანან. ხელისუფლება გასაგებია, მოსკოვის მითითებებს არ გადაუხვია, მაგრამ რა სურთ კრემლში?!. რას უნდა ნიშნავდეს ეს ქმედება, როდესაც ენგურის ხიდთან ლამის ბერლინის კედლის აშენება სურთ, გვქონდეს ურთერთობა ქართველებთან, ოღონდ მხოლოდ მათი მეშვეობით და რუსეთის გავლით?.. რუსებს საქართველოში წამალზე გადასულ აფხაზებს დაგეშილი ძაღლებით დასდევენ, იქიდან გადმოსვლის მცდელობისას დაკავებულ ჩვენი ქართველი ნათესავები უშიშროების იზოლატორში მიჰყავთ და აქ საიდუმლო შეხვედრებს მართავენ. რა ხდება სინამდვილეში?!.”- კითხულობს ელზა კვიცინია.

რა დაევალა პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში

"აქ მოსწავლეებსაც იარაღი აქვთ, დაბადების დღეზე უამრაჯერ ამტყდარა სროლა, მსხვერპლიც ყოფილა, ეს არასდროს მოწესრიგდება" - რა "კანონპროექტი" მიიღეს აფხაზეთში

აფხაზეთის ახალი წელი: "ახლა მიადგებიან ჩვენს საცოდავ მოსახლეობას და ვაქცინასაც ჩვენზე გამოცდიან"  - რუსული ვაქცინა და "ომი კრიმინალურ სამყაროსთან”