ავტორი:

"ქუჩებში დახოცილი ადამიანების გვამებს ვუყურებდი... გაგვიყვანეთ ამ ჯოჯოხეთიდან" - "ხალიფატის ახალგაზრდა დედები" მსოფლიოს ყველაზე "საშიში ბანაკიდან"

"ქუჩებში დახოცილი ადამიანების გვამებს ვუყურებდი... გაგვიყვანეთ ამ ჯოჯოხეთიდან" - "ხალიფატის ახალგაზრდა დედები" მსოფლიოს ყველაზე "საშიში ბანაკიდან"

"ყველაზე საშიში ბანაკი მსოფლიოში..." - ასე უწოდებენ დასავლელი ჟურნალისტები ადგილს, სადაც სირიელი ლტოლვილები ცხოვრობენ. სირიელებთან ერთად, იქ ის ქალებიც არიან, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნიდან ქმრებთან ჩავიდნენ. ზოგის ქმარი ISIS-ის მებრძოლი იყო, ზოგიც ინტერნეტში მოხალისეებს, დამფინანსებლებს ან სულაც ახალგაზრდა გოგონებს ეძებდა, თავისი თანამებრძოლების საცოლედ...

ამ გზით, სირიასა და ერაყში ომის ქარცეცხლში ათასობით გოგონა აღმოჩნდა. ზოგი მალევე დაქვრივდა და ცხოვრება, ადგილობრივი კანონების თანახმად, მცირეწლოვან შვილთან ერთად, სხვა კაცთან განაგრძო, რომელიც ასევე მოკლეს ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა. "ისლამური სახელმწიფოდან" სიკვდილს გამოქცეული ათასობით ქალი უკვე დიდი ხანია გაურკვევლობის მოლოდინში, ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობს.

"ჯიჰადის" გამგრძელებლები, ძალადობის მსხვერპლი, უუფლებო ქალები თუ მომავალი ტერორისტები?.." - ასე ახასიათებს მათ bbc.com და "ხალიფატის ახალგაზრდა დედებს" უწოდებს.

გამოცემის ცნობით, ბევრი მათგანი მზად არის თავის ქვეყანაში დაბრუნდეს, იქ სასამართლოს წინაშე წარსდგეს და სასჯელიც მიიღოს, ოღონდ კი ბანაკი დატოვოს.

ბანაკში მცხოვრები ერთ-ერთი ქალი, სახელად ფარიდა გამოცემასთან საუბარში ჰყვება, თუ როგორ აღმოჩნდა სირიაში...

"ცხოვრებაში ყველა უშვებს შეცდომას და გამონაკლისი არც მე ვიყავი. სირიაში ყოფნისას გავაცნობიერე რას ნიშნავს ომი. დავკარგე შვილები და უსასრულობაში დავიკარგე... მაშინ 16 წლის ვიყავი. ინტერნეტით ახალგაზრდა ბიჭი გავიცანი, უამრავი საერთო აღმოგვაჩნდა და 6 თვეში ცოლად გაყოლა მთხოვა. საცხოვრებლად საუდის არაბეთში წაყვანას მპირდებოდა, მანამდე კი, ფული უნდა ვიშოვო, მაღალანაზღაურებადი სამსახური მჭირდებაო და თურქეთში წავიდა.

რამდენიმე თვის შემდეგ მითხრა, ჩემთან ჩამოდი და გამცილებლებს დამაკავშირა. მათთან ერთად რამდენიმე დღე და ღამე, სხვა ქალებთან ერთად, მანქანით ვიარეთ. შემდეგ, სადღაც გავჩერდით და რაღაც მონაკვეთი ფეხით ვიარეთ. შემდეგ, რაღაც ბინძურ სახლში მიგვიყვანეს. შემეშინდა და ვიღაც ქალს ვკითხე, სად ვართ-მეთქი, მან არაბულად მიპასუხა, გილოცავ, ჩემო დაო, ჩვენ გავაკეთეთ ჰიჯრა, ანუ სირიის საზღვარი გადავკვეთეთ და "ისლამური სახელმწიფოში", ანუ შამას მიწაზე ვართო..." - იხსენებს ის.

გოგონას თქმით, მას არჩევანი არ ქონდა, რადგან დაბადებიდან ასწავლიდნენ მამაკაცის მორჩილებას.

"კავკასიაში ნებისმიერი ქალი ისე მოიქცეოდა, როგორც მე მოვიქეცი, რადგან ჩვენს ოჯახებში ქალს განათლების უფლება არ აქვს, შესაბამისად, ის ეკუთვნის ქმარს, ძმას, მამას, ბიძებს, ისინი წყვეტენ მის ბედს და თავად წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ გააჩნია უფლებები, შეუძლია არჩევანის გაკეთება, თავისი მომავლის განსაზღვრა..." - ამბობს გოგონა, რომელიც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სირიელი მებრძოლების ცოლებისთვის განკუთვნილ, როჯის ბანაკში ცხოვრობს.

იქ ახალგაზრდებთან ერთად, 60 წელს გადაცილებული ქალებიც ცხოვრობენ, რომლებიც სირიასა და ერაყში შვილების საძებნელად ჩავიდნენ, მერე კი, უკან დაბრუნება ვერ მოასწრეს.

ქალები ირწმუნებიან, რომ მათ არასდროს უნახავთ მებრძოლი ქალი, რადგან იმ ადგილას, სადაც ისინი იყვნენ, მათ არაფრის უფლება არ ჰქონდათ. მათ "ხალიფატის კანონების" თანახმად, ქმრის დაღუპვის შემდეგ, საკუთარი ნება-სურვილის გარეშე, სხვა კაცზე ათხოვებდნენ.

ლონდონელი მოსწავლეებიც ასე წამოეგნენ ინტერნეტში გაცნობილი ბიჭების დაპირებებს, რომ განსხვავებულ სამყაროში წაიყვანდნენ. ერთ დღესაც, სამი გოგონა, სკოლიდან პირდაპირ აეროპორტში წავიდა, ბილეთები იყიდა და თურქეთიდან სირიაში გადავიდნენ, სადაც "სირიის სახელმწიფოს" კალაშნიკოვებიან მებრძოლებს შეუერთდნენ.

ერთხელაც გაზეთმა Times–მა ერთ-ერთი მათგანი, შამიმი იპოვა. ის ჯიჰადისტისგან ფემხმძიმედ იყო. გაირკვა, რომ მას რამდენიმე შვილი ჰყავდა, თუმცა, ყველა დაეღუპა. დანარჩენი ორი გოგონას ბედი დღემდე უცნობია. ბრიტანეთი დღემდე ჰპირდება გოგონას დაბრუნებას, თუმცა, უშედეგოდ...

შამიმი ამბობს, რომ ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება, რადგან თვეების განმავლობაში ქუჩებში დახოცილი ადამიანების გვამებს უყურებდა... იგივე მდგომარეობაშია ფრანგი პასკალ დეშამი, ორ გოგონასთან ერთად, რომელიც სირიაში სამ შვილთან და მეგობარ მამაკაცთან ერთად, 2015 წელს წავიდა. მეოთხე შვილი იქ გაუჩნდათ. მეგობარი მამაკაცი სირიაში მოკლეს, თავად კი, 2018 წლიდან ალ-ჰოფეში ცხოვრობს. დედისთვის წერილ წერილებში ჰყვება, რომ დაცვა ბოლო დროს ძალიან გაამკაცრეს, ღამე მათ კარვებში დამნაშავეებს ეძებენ და ხანდახან ბავშვებსაც სასტიკად ექცევიან.

"დედა, პატიებას გთხოვ ყველაფრისთვის, ვიცი არ ვიმსაცურე, მაგრამ ჩემი პატარებისთვის გემუდარები, მისწერე ჩვენს პრეზიდენტს... მე მზად ვარ სასჯელისთვის, რომელიც დავიმსახურე, ბავშვებს არაფერი დაუშავებიათ. იქნებ გაგვიყვანოს ამ ჯოჯოხეთიდან, თორემ ვერ გადავრჩებით..." - წერს პასკალი დედას.

მათ ეშინიათ, რომ მსოფლიოს, სადაც მუდმივად იცვლება სიტუაცია, ერთ დღესაც კარავში შესახლებული ჯიჰადისტების ცოლები, ასევე, დედებიც დაავიწყდებათ და ქუჩაში აღმოჩნდებიან, ამიტომ ისინი საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ და დახმარებას სთხოვენ.

პრინცესა, რომელმაც ბრიტანეთი შეცვალა - დედის ხსოვნის პატივსაცემად, დიანას ძეგლი ჰარიმ და უილიამმა დაამზადებინეს

"მისგან ისეთივე პიროვნება გამოძერწეს, როგორც მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის" - რას ამბობს ჟირინოვსკი ნავალნისა და სააკაშვილზე?

მინსკში მილიციამ აქციაზე 125 ადამიანი დააკავა - ძალოვანებმა სპეციალური ტექნიკა გამოიყენეს