ავტორი:

"ამ ქალბატონმა ჩვენ, ფაქტობრივად, ომში გვაქცია მხარედ, სომხეთის დამხმარედ გამოგვაცხადა" - რას ამბობს ბაჩალიაშვილის დედის სკანდალურ განცხადებაზე ექსპერტი?

"ამ ქალბატონმა ჩვენ, ფაქტობრივად, ომში გვაქცია მხარედ, სომხეთის დამხმარედ გამოგვაცხადა" - რას ამბობს ბაჩალიაშვილის დედის სკანდალურ განცხადებაზე ექსპერტი?

30 აგვისტოს მთავარ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა 10 სექტემბრიდან პერმანენტული აქციები დააანონსა, მანამდე კი გამოძიებას ვადა მისცა იმ პირების დასადგენად, ვინც 18 ივლისს გოგონა სახლიდან გაიტყუეს. ოჯახი პროკურატურისგან ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას და სატელიტური ფოტოების გასაჯაროვებას მოითხოვს.

გარდა ამისა, თამარ ბაჩალიაშვილის დედის - თეონა თამაზაშვილის მტკიცებით, თამუნამ შემთხვევით გახსნა იმ სამი მაღალჩინოსნის ფაილი, რომლებიც იარაღით ვაჭრობაში არიან ჩართულნი.

"დადონ სატელიტური სურათები, სადაც გამოჩნდება, იდგა თუ არა 4 დღის განმავლობაში თამუნას მანქანა იქ, სადაც იდგა. მეორე - ამ სატელიტური სურათების საფუძველზე მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება და დასახელდეს მკვლელი, თუ - მკვლელები. მე ჩემი შვილის საფლავზე დავიფიცე, რომ არ მოვასვენებ მათ. პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე, აქამდე ვერ გაშიფრეს ეს რაღაც ციფრი - 15. აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოვუწოდებ, დაინტერესდნენ და საქართველოს მთავრობას მოსთხოვონ იმ სამი მაღალჩინოსნის შესახებ ფაილები, რომლებიც ჩემმა შვილმა შემთხვევით გახსნა და გაშიფრა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. ზუსტადაც ამიტომ, იარაღის შესაძენად გადაარიცხინეს ჩემს შვილს მილიონები სხვადასხვა კომპანიებიდან. იარაღს, მოგეხსენებათ, დიდი თანხა სჭირდება და სუს-იც ზუსტად ამიტომ არის ჩართული ჩემი შვილის მოშორების ამბავში”.

საერთაშორისო კანონმდებლობით ადამიანის უფლებათა დაცვისა და პენიტენციური სისტემის რეფორმის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ემზარ საბანაძე ambebi.ge-სთან თეონა თამაზაშვილის ამ განცხადებას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს და შესაბამის უწყებას მისი სასწრაფოდ დაკითხვისკენ მოუწოდებს.

- ეს ქალბატონი აუცილებლად დასაკითხია და იგი ვალდებულია დაასახელოს წყარო. ეს მისი ვერსია კი არაა, როგორც მისმა ადვოკატმა ბრძანა, არამედ ის პირდაპირ ამბობს და ირწმუნება, რომ საუბარი იყო თანხის გადარიცხვებზე და სომხეთის მხარის მიერ იარაღის შეძენაზე. ბაჩალიაშვილი პროგრამისტი თუ იყო, მუშაობდა ორ კომპანიაში და ხომ გასარკვევია, რომელ ორგანიზაციაში მუშაობის დროს განახორციელა ეს ტრანზაქცია? გამოძიება ამ კომპანიებით უნდა დაინტერესდეს, ვინაიდან საქართველოში ასეთ კომპანიებს ჩვენს საწინააღმდეგოდ იყენებენ ხოლმე.

ჩვენი ქვეყანა იქცა სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების საჯილდაო ქვეყნად. ყველაზე მთავარი, ეს პიროვნება პირდაპირ ითხოვს თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ამ საქმეში ჩაერიონ და მიიღონ ინფორმაციები. წარმოიდგინეთ, რომ ამ ქალბატონმა ჩვენ, ფაქტობრივად, ომში გვაქცია მხარედ, სომხეთის დამხმარედ. ეს უკვე ძალიან ცუდი რამეა, თან თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების 100 წლისთავი მოდის და დღის წესრიგში მისი გადახედვის საკითხი დგება. როგორც მე ვუყურებ, საქართველოში იმდენი ქვეყნის სპეცსამსახური მუშაობს და ერევა თუნდაც ამ საქმეში, ამ გოგონას გარდაცვალებაზე უკვე საუბარი აღარაა, ყველაფერი სხვა მიმართულებით და გლობალურ დანაშაულამდე და კონფლიქტამდე მიჰყავთ. ამ გოგონას იარაღის შეძენაზე გადარიცხვები თუ ჰქონდა გაკეთებული, ვიღაცამ თუ შეიძინა და მერე ის სომხეთში წავიდა იმისათვის, რომ აზერბაიჯანთან ეომა, გამოდის, მხარე ვართ. წარმოუდგენელია, ამ განცხადებაზე პიროვნებას არ იბარებენ და არ ჰკითხავენ.

- ამბობს, წყაროს არ დავასახელებო...

- ამ პიროვნებამ ეს ინფორმაცია თუ არ დაადასტურა, ამ შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. პროკურატურამ ძალიან კარგად იცის, ამ ქალბატონის ქმედება რა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მან ან წყარო უნდა დაასახელოს და ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის ორგანოს, ან უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. თურქებს და აზერბაიჯანელებს ეუბნები, ქართველებმა იარაღი იყიდეს, ფული გადარიცხეს შენს წინააღმდეგო, ადვოკატი გამოდის და გვეუბნება, ეს ვერსიააო. რომელ ვერსიაზეა საუბარი, ქალი პირდაპირ იძლევა ჩვენებას, ირწმუნება, ჩემმა შვილმა ფული გადარიცხა იარაღის შესაძენად, წყარომ მომაწოდა და მას არ ვასახელებო. აქ ქვეყნის ინტერესებზეა ლაპარაკი, თან რიგითი მოქალაქეა და ვალდებულია წყარო დაასახელოს - რომელი ადვოკატი, ან ჟურნალისტი ეგაა? არ დაასახელებს და მის ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს.

- თქვენი აზრით, ვის შეეძლო ოჯახისთვის აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდებინა?

- ამ ინფორმაციას ქალბატონს ვერავინ მიაწვდიდა, თუ არა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები, მეტი წყარო არაა. ამით დასტურდება ის, რომ უშუალოდ სისტემაში არიან საბოტაჟის მოსურნენი, რაც ძალიან ცუდია. ეს ქალბატონი აუცილებლად დასაკითხია და თუ მის ოჯახს ვიღაც იყენებს, უნდა დაასახელოს ის პიროვნებები. თან თუ დავუკვირდებით, ეს განცხადება მას მერე გააკეთა, რაც ბათუმში ჩამოხსნეს ინაშვილის პლაკატი, რომელზეც აჭარა გამოყვანილი იყო, როგორც დაპყრობილი ტერიტორია. ეს რაიმე წინა მესიჯი ხომ არაა ჩვენთვის? თან დღეს ვარშალომიძეც ჩამოვიდა თურქეთის გავლით. რა, დაემთხვა? ვინმემ აუხსნას ქალბატონს, რომ მისი ქმედება ანტისახელმწიფოებრივია და შესაძლოა, მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. მიტინგი სამართლებრივ საკითხებზე უნდა ჩაეტარებინათ და ისეთი რაღაც “დაახეთქა”, რითაც პოლიტიკურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში მიიღო მონაწილეობა. ჯერ ამბობდა, აზერბაიჯანს არ ვენდობი, სატელიტურ ფოტოებს არ გამოვითხოვთ იქიდანო, ახლა მათ საქმის გამოძიებას სთხოვს. ის ბრალდებას უყენებს არა პოლიციას, არა გამოძიებას, პროკურატურას, არამედ სახელმწიფოს. ეს საქმე აუცილებლად უნდა გამოეყოს იმ მკვლელობის საქმეს.

- რამდენად შესაძლებელია ეს განცხადება სიმართლეს შეესაბამებოდეს?

- არ მჯერა, რომ ეს სიმართლეს შეესაბამება. ასეც რომ იყოს, საქართველოს მოქალაქეს ხომ უნდა ესმოდეს, რომ მის ნათქვამს მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს? საქმე ჩვენს მეზობლებს ეხება. ჩვენ აზერბაიჯანთან საზღვრები არ გვაქვს დადგენილი, თურქეთთან დადგენილი გვაქვს პატარა მონაკვეთის საზღვრები და რომელს მოვერევით? ამ ქალბატონმა მათი მხრიდან აგრესიის, შემოჭრისა და ომის საშიშროების წინაშე დაგვაყენა, მხარედ გამოგვაცხადა. ის მაკვირვებს, რომ როგორც კი ეს ინფორმაცია გაავრცელა, ეგრევე, აქციიდანვე უნდა წაეყვანათ დაკითხვაზე. თან პროკურატურის შენობის წინ იყო და რას ელოდებიან ეს დალოცვილები?! ამაზე სასწრაფოდ უნდა ყოფილიყო რეაგირება. ისე, რა გასაკვირია, გადახედეთ, პროკურატურაში წინა ხელისუფლების რამდენი კადრია დარჩენილი. ეს საქმე გასცდა კერძო ტრაგედიას და სამართლებრივ ჩარჩოებს.

სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც, რამიშვილის მტკიცებით, ბაჩალიაშვილს "ფლეშკებს" გადასცემდა და მითითებებს აძლევდა, ამას უარყოფს - რა განაცხადა მისმა ადვოკატმა

"მოლოდინი გვაქვს, რომ იაკობ ბრეგვაძე შაქარაშვილის საქმეზე 6-ვე ბრალდებულის მამხილებელ ჩვენებას მისცემს" - პროკურორი

"ეს თუ მკვლელობაა, მაშინ რა ფოტოც არ უნდა იყოს, ეს როგორ გააბათილებს მის ვერსიას?" - რას პასუხობს ბაჩალიაშვილის დედას საქმის პროკურორი