ავტორი:

თუ თქვენი შვილისთვის კომპიუტერის შერჩევის პროცესში ხართ, MacBook-ი საუკეთესო გადაწყვეტილებაა - მისი შესაძლებლობები ამოუწურავია

თუ თქვენი შვილისთვის კომპიუტერის შერჩევის პროცესში ხართ, MacBook-ი საუკეთესო გადაწყვეტილებაა - მისი შესაძლებლობები ამოუწურავია

შვილისთვის პირველი კომპიუტერის შეძენა საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცესია. ამიტომ ბაზარზე არსებულ უამრავ მწარმოებელსა და მოდელებს შორის, თქვენთვის საუკეთესო პროდუქტის შერჩევაში დაგეხმარებით.

პირველ რიგში, გირჩევთ შეარჩიოთ ისეთი მოწყობილობა, რომლის მოხმარებაც თქვენი შვილისთვის მოსახერხებელი იქნება, ადვილად გაერკვევა მის ფუნქციებში და სხვადასხვა აპლიკაციის საშუალებით საკუთარ თავში ახალ შესაძლებლობებსაც კი აღმოაჩენს. სწორედ ასეთი კომპიუტერია MacBook Air - და ჩვენ გეტყვით თუ რატომაა ის ბავშვებისა და მშობლებისთვის საუკეთესო არჩევანი.

გადაიხადე მხოლოდ ერთხელ

Apple-ის კომპიუტერის შეძენისას თანხას მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ლეპტოპისთვის იხდით და აღარ გიწევთ დამატებითი თანხის გადახდა. Windows-ის ოპერატიულ სისტემაზე დაფუძნებული კომპიუტერის შეძენის შემთხვევაში კი ლიცენზირებული სისტემის ინსტალაციისა და პერიოდული განახლებებისთვის, თქვენ დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევთ. ასევე თანხას იხდით პროგრამული უზრუნველყოფის ყველა შესაძლებლობის გამოყენებისთვის.

MacBook Air-ის შეძენის შემთხვევაში, თქვენ მხოლოდ ერთხელ გადაიხდით და კომპიუტერთან ერთად ლიცენზირებულ ოპერაციულ სისტემას, უფასო განახლებებით მიიღებთ. Worldwide Developer Conference-ზე, რომელიც ყოველი წლის ივნისში იმართება, Apple-ის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, თუ როგორ აუმჯობესებენ ყოველწლიურად MacOS სისტემას MacBook-სთვის და ეს ყველაფერი მომხმარებლებისთვის სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი. ასევე უფასოა ყველა ძირითადი სამუშაო და გასართობი პროგრამა.

პროგრამები მუშაობისა და გართობისთვის

Apple-ი პროგრამულ უზრუნველყოფას წლების განმავლობაში ახორციელებს, ქმნის საკუთარ პროგრამებსა და აპლიკაციებს. Pages (სიტყვების რედაქტორი ესეების და ტექსტების მოსამზადებლად), Numbers (ცხრილების რედაქტორი), Keynote (უკეთესი პრეზენტაციების გაკეთებისთვის). ეს აპლიკაციები განკუთვნილია სწავლისა და მუშაობისთვის, ადვილად გამოსაყენებელია და უამრავ ფუნქციას მოიცავს. გარდა ამისა, შესაძლებლობას გაძლევთ რომელიმე კონკრეტულ დოკუმენტში რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად იმუშაოს. თქვენ შეგიძლიათ პრეზენტაცია გააკეთოთ თანაკლასელებათან ერთად, ერთდროულად ბეჭდოთ და სხვადასხვა თემა სწრაფად განიხილოთ.

ასევე უფასოდ არის ხელმისაწვდომი Apple-ის ეკოსისტემის ისეთი პროგრამები, როგორიცაა iMovie და GarageBand. ისინი შექმნილია კრეატიულობის გასავითარებლად და თქვენი დაფარული ნიჭის აღმოჩენაში დაგეხმარებათ. ვიდეოების სამონტაჟო პროგრამა IMovie მარტივია და შეგიძლიათ ნებისმიერი კამერით გადაღებული მასალა სწრაფად და ხარისხიანად დაამონტაჟოთ. რაც შეეხება GarageBand-ს, მისი მეშვეობით შეგიძლიათ თქვენი პირველი ტრეკი შექმნათ ან ალბომი ჩაწეროთ.

სავარაუდოდ, თქვენი შვილის საყვარელი ბლოგერები, თავიანთ ვიდეორგოლებს ამ აპლიკაციებით ამონტაჟებენ, ხოლო მუსიკოსები თქვენს საყვარელ მუსიკას ამ პროგრამებში ქმნიან. და თუ თქვენც გინდათ ამ სამყაროს ნაწილი გახდეთ, უბრალოდ შეიძინეთ Macbook Air -ი.

როგორც ხედავთ, არსებობს უამრავი სხვა პროგრამა, რომლებიც ხელმისაწვდომია Macbook Air– სთვის. მათ შორის ორიგინალი Microsoft 365, Photoshop და ა.შ.

ვისწავლოთ ერთად

Apple ქმნის ეკოსისტემას, სადაც სამყარო ყველა გაგებით ღიაა თანამშრომლობისა და ერთად მუშაობისთვის. FaceTime–ით მარტივად რეკავთ კლასელებთან და მეგობრებთან ვიდეო ზარების ფორმატში. iMessage კი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მესენჯერია მსოფლიოში. იმუშავეთ პროექტებზე Pages, Keynote და Numbers პროგრამებით, გამოიყენეთ iCloud - შემნახველი საცავი, რომელსაც წინასწარ დააინსტალირებ და მარტივად მოიხმარ. ისარგებლე AirDrop-ით, რომელიც ფაილების სწრაფი ტრანსფერია მოწყობილობებს შორის.

რაც მთავარია, კომპიუტერი ეკოსისტემის ნაწილია. ამიტომ, მოსახერხებელია მისი შეთავსება iPhone-სა და iPad-თან. მაგალითად, თუ iPhone-ში ჩანაწერს გააკეთებთ, ის დაუყოვნებლივ იქნება თქვენს MakBook-ში ხელმისაწვდომი. ნუ გაფლანგავ იდეებს და იპოვეთ საუკეთესო საშუალებები მათზე სამუშაოდ.

შეგიძილია მარტივად ისწავლო პროგრამირება

Apple-ი ცდილობს მომხმარებლებისთვის შექმნას პროგრამირების შესწავლის გამარტივებული მეთოდები. რამდენიმე წლის წინ, კომპანიამ საკუთარი ოპერაციული სისტემა - Swift-ი შექმნა, რომელმაც ბაზარზე პოპულარობა გამოსვლისთანავე მოიპოვა.

მოწყობილობა სახელად Playground-ი პროგრამაა, რომლის საშუალებით ბავშვები Swift პროგრამირების ენას ნაბიჯ-ნაბიჯ, თამაშის გზით ეტაპობრივად სწავლობენ.

პროგრამაში მოცემულია რჩევები და დამხმარე სასწავლო ვიდეოები. მთელი სისტემა აგებულია სწავლაზე და მიღებული ცოდნის გამეორებაზე, ისე, რომ ყოველი ახალი ეტაპის შესწავლისას არ დაგავიწყდეთ წინა შესწავლილი მასალა. ეს პროცესი ძალიან მარტივი და სახალისოა.

და როდესაც აღმოაჩენთ, რომ ასე სწავლა თქვენთვის საკმარისი უკვე აღარაა და უფრო მეტის შესწავლის სურვილი გაქვთ - Apple-მა ამაზეც იზრუნა. ეს არის Xcode აპლიკაცია, რომელსაც დეველოპერები მთელს მსოფლიოში იყენებენ, რომელშიც იწერება Apple-ს და სხვა პროგრამები.

ეს ყველაფერი უფასო და ადვილად ხელმისაწვდომია და ზედმეტი თანხის გადახდა არ გიწევთ.

დამოუკიდებლობა

ახალ MacBook Air-ს გააჩნია საოცრად გამძლე და სიცოცხლისუნარიანი ელემენტი, და სრული დატვირთვით შეუძლია იმუშაოს მთელი დღის განმავლობაში. ამიტომ, აღარ არის საჭიროება რომ დამტენი მუდამ თან ატაროთ.

უსაფრთხოება

MacOS ოპერაციული სისტემა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სისტემაა. კომპანია Apple, მომხმარებლების პირადი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და გამუდმებით მუშაობს. უსაფრთხოების სისტემის განახლებები წელიწადში რამდენჯერმე კეთდება, ხოლო სისტემური ძირეული განახლება წელიწადში ერთხელ ხდება. განახლებები სწრაფი და უფასოა.

Mac App-ის ყველა აპლიკაცია შემოწმებულია. სპეციალური დაცვის სისტემა კი ბავშვებს არ აძლევს უფლებას ისეთი კონტენტი გადმოწერონ, რაც შეიძლება მათთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. უახლესი სისტემა გაფრთხილებას მისცემს ბავშვს, თუ ის რაიმე საეჭვო პროგრამის გადმოტვირთვას შეეცდება.

იმისთვის რომ უსაფრთხოდ იყოს დაცული თქვენი ინფორმაცია და მონაცემები, თანამედროვე MacBook Air–ს აქვს Touch ID - თითის ანაბეჭდის სენსორი. თუ შიშობთ, რომ შეიძლება თქვენს შვილს ლეპტოპი დაეკარგოს, დააინსტალირეთ Find My პროგრამა, რომელიც მას აუცილებლად გაპოვნინებთ.

მშობლების კონტროლი

MacOS-ს გააჩნია განყოფილება მშობლებისთვის -მშობლის კონტროლის მარტივი და გასაგები სისტემა. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ და წვდომა გქონდეთ თითქმის ყველაფერზე: რა პროგრამების ჩამოტვირთვაა ნებადართული, რომელ საიტებზე შეუძლია ბავშვს შესვლა, რამდენ დროს ატარებს კომპიუტერთან და სხვ.

არსებობს ბევრი განსხვავებული პარამეტრი რომლის დაყენებაც შეგიძლიათ. გარდა ამისა, Macbook Air-ზე ახლახანს გამოჩნდა Screen Time პროგრამა, რომელიც აჩვენებს კვირაში რამდენი საათი გაატარა თქვენმა შვილმა კომპიუტერთან და რომელ პროგრამებს დაუთმო ყველაზე მეტი დრო.

და ეს ყველაფერი როდია!

MacBook Air-ის შეძენით, თქვენ მთელს ოჯახს უკეთებთ საჩუქარს: დიდებისთვის სასიამოვნოა მასში მუშაობა, ბავშვებისთვის სასიამოვნოა სწავლა და ოჯახის ყველა წევრისთვის საყვარელი შოუების ყურება.

MacBook Air — ადვილად გასაგები და პრაქტიკული მოწყობილობა, რომელიც წვდომას გაძლევს ყველაფერზე რაც მუშაობისა და სწავლისთვის გჭირდება. მხოლოდ 18 სექტემბრამდე, მისი შეძენა შემცირებული ფასად შეგიძლიათ Apple-ის ოფიციალურ რესელერებთან.

iSpace, Alta, elitelectronics, iPlus, iTechnics, iStore

R

"პატრიოტთა ალიანსის"ლიდერები ქუთაისში ახალგაზრდებს შეხვდნენ

თიბისიმ  იპოთეკური სესხების  ახალი, გამარტივებული არხი შექმნა

გამარტივებული გამოწერა და გარანტია - უნიკალური სერვისები, რომელსაც ebg.ge ონლაინ გამომწერებს სთავაზობს