ავტორი:

სიტყვები, რომლებიც პრინცესა დაიანამ უკანასკნელად წარმოსთქვა - რას იხსენებს მაშველი, რომელმაც ავტოავარიის შემდეგ ის მანქანიდან გადმოიყვანა

სიტყვები, რომლებიც პრინცესა დაიანამ უკანასკნელად წარმოსთქვა - რას იხსენებს მაშველი, რომელმაც ავტოავარიის შემდეგ ის მანქანიდან გადმოიყვანა

31 აგვისტო "ხალხის პრინცესას“, დაიანას გარდაცვალების დღეა. ტრაგიკული ავტოავარია, რომელმაც პრინცესა იმსხვერპლა და რომელმაც მსოფლიო შეძრა, 1997 წელს მოხდა. დაიანა იმ იშვიათ ადამიანთა შორისაა, რომლებიც ხალხის გულებში სიკვდილის შემდეგაც აგრძელებენ სიცოცხლეს.

ძნელად იპოვით მსოფლიოს ისტორიაში ადამიანს, რომელმაც საზოგადოებისთვის ისე შეძლო თავის შეყვარება, როგორც დიდი ბრიტანეთის პრინცესამ. საინტერესო ისაა, რომ ის უყვართ არა მხოლოდ ბრიტანელებს, არამედ მსოფლიო ყველა კუთხეში სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს.

დაიანას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით Good Morning Britain-მა პრინცესა გაიხსენა და მის უკანასკნელ წუთებზე იმ მეხანძრე-მაშველმა ისაუბრა, რომელმაც ლედი დი ავარიაში მოხვედრის შემდეგ, ავტომობილიდან გადმოიყვანა.

ფრანგი მაშველი ხავიერ გორმელონი იხსენებს, თუ როგორ ცდილობდა ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პრინცესას გადარჩენას.

მისი თქმით, მაშველებმა არ იცოდნენ, თუ ვინ იყო ავტომობილში.

"არავინ იცოდა, რომ მანქანაში პრინცესა იყო, ქერა ადამიანი დავინახე“, - ამბობს ხავიერი და ლედი დის უკანასკნელ სიტყვებს იხსენებს.

"მან შემომხედა და თქვა, "ღმერთო ჩემო, რა მოხდა?“ აღელვებული იყო და მე მის დამშვიდებას ვცდილობდი, მაგრამ გონება დაკარგა.

შემდეგ ჩვენ ის გამოვიყვანეთ მანქანიდან და საკაცეზე მოვათავსეთ. 20 წამში გონს მოვიდა, თუმცა მალე კომაში ჩავარდა“, - იხსენებს ხავიერი.

დაიანა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 31 აგვისტოს ღამის 4:00 საათზე გარდაიცვალა.

ქართული ესტრადიდან გაუჩინარებული ია მანიჟაშვილის ამერიკული ცხოვრება - რას საქმიანობს 2000-იანებში ცნობილი ჯგუფის წევრი და და რატომ არის ნაწყენი სამშობლოზე?

"არ ვგეგმავ ოჯახი ისევ შევქმნა" - ვინ არის თამთა გოდუაძის გავლენიანი შეყვარებული და რატომ თქვა ქართველმა მომღერალმა ბერძნული "ვოისის" წაყვანაზე უარი?

როგორ გამოიყურებიან "ფარული ვნების" მსახიობები 18 წლის შემდეგ - "ტელემუნდოს" პოპულარული სერიალი მალე ახალი სეზონით დაბრუნდება (ფოტოები)