ავტორი:

კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა - რისკენ მოუწოდებენ ეპიდემიოლოგები ბათუმში მოქმედ კლუბებსა და კაფე-ბარებს

კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა - რისკენ მოუწოდებენ ეპიდემიოლოგები ბათუმში მოქმედ კლუბებსა და კაფე-ბარებს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა, 7 - დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 - შემოტანილი შემთხვევა, საიდანაც 2 პაციენტი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო 5 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.

ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით "კოვიდ ცენტრებში" კორონავირუსით დაინფიცირებული 251 პაციენტი მკურნალობს.

"გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზრდა 17-ით. გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი დღევანდელი მონაცემებით, 82%-ია. დღევანდელ მონაცემებით, „კოვიდ ცენტრებში“ მკურნალობს 251 დადასტურებული შემთხვევა. აქედან რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს 3 კრიტიკულად მძიმე პაციენტი და 15 მძიმე პაციენტი, დანარჩენების მდგომარეობა არის საშუალო და საშუალოზე მსუბუქი", - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსით დაინფიცირებული 13 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც ერთის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ბათუმში მოქმედ კლუბებსა და კაფე-ბარებს მოუწოდებს, შენობებში ყველა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება გატარდეს.

გამყრელიძის განცხადებით, ბათუმში მოქმედები კლუბების და კაფე-ბარების დახურვის საკითხი არ განიხილება, თუმცა აუცილებელია, რომ რეკომენდაციები დაცული იყოს.

"აქედან ვთხოვ, მოვუწოდებ ბათუმის კლუბებს და იმ ბარებს, სადაც ინტენსიურად იკრიბება ხალხი. არ დასმულა საკითხი მათ დაკეტვაზე, მაგრამ იქ დაცული უნდა იყოს ყველა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება. კერძოდ, ყოველდღე უნდა დალაგდეს კარგად, მსუბუქი დეზინფექციით და 2-3 დღეში ერთხელ სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს ამ დაწესებულებების, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ იქ სანიტარული პირობები დაცულია. სამწუხაროდ, არ იყო დამყოლობა, როდესაც ჩვენ მოვუწოდებდით განსაკუთრებით ბათუმის და ქობულეთის კაფე-ბარებს, რომლებიც ბულვარში მდებარეობს და იქ დასაქმებულ პირებს, რომ აუცილებლად გაევლოთ ტესტირება. დღეს კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, აუცილებელია, რომ გაიარონ ტესტირება. ამისთვის ბათუმში არსებობს ყველა პირობა. გახსნილია კარვები, მესამე კარავი დაემატა ანბანის კოშკთან და კიდევ 5 დაწესებულებაა, ასევე ამბოლატორიული და დასტაციონალური დაწესებულებები, სადაც შეუძლიათ ჩაიტარონ ტესტირება. ბათუმის რეზიუმე რომ გავაკეთო, საყურადღებოა სიტუაცია, გვაქვს მიკროაფეთქება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მალე ჩაქრება ეს ეპიდაფეთქება, რა თქმა უნდა, თქვენი დახმარებით. უნდა ვეცადოთ, რომ ინფექციის გატანის პრევენცია მოვახდინოთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბავშვის გაჩენის შემდეგ სოფო ნიჟარაძემ ჩაცმის სტილიც შეიცვალა - მომღერლის ახალი ფოტოები ამერიკიდან

"მეც მაქვს პრობლემები ოჯახში... შვილიშვილები მეუბნებიან, რატომ არ გვიშვებ სკოლაშიო, ჰგონიათ, მე არ ვუშვებ" - ამირან გამყრელიძე

ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კორონავირუსი უკვე მეორე თანამშრომელს დაუდასტურდა