ავტორი:

აუდიოწიგნების პლატფრომა gudabooks.ge-ს სიახლეები 8-12 წლის ბავშვებისათვის

აუდიოწიგნების პლატფრომა gudabooks.ge-ს სიახლეები 8-12 წლის ბავშვებისათვის

საკუთარ ბავშვობას თუ გადახედავთ, ალბათ უმრავლესობას ეზოში თამაში ერჩივნა წიგნის კითხვას, ახლა კი ეზო თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა.

ასეთ დროს, მშობელი ზრუნავს, რომ შვილს მხატვრული ლიტერატურა შეაყვაროს და იწყებს შესაბამისი წიგნის შერჩევას.

მნიშვნელოვანია, რომ წიგნი მაქსიმალურად ზუსტად შეეფერებოდეს ბავშვის ასაკს. აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge კი მუდმივად ამატებს სიახლეეებს როგორც უფროსებისათვის, ასევე, ბავშვებისთვის, სხვდასხვა ჟანრისა და ასაკის მიხედვით.

ხმოვანი სახით მიღებულ ინფორმაციას ბავშვი უკეთ ამუშავებს და სწრაფად იაზრებს, იზრდება ფანტაზიის უნარიც. წიგნის გაცნობის ეს ფორმა მეტად საინტერესო და სახალისო იქნება ლიტერატურის პატარა მოყვარულებისათვის.

გთავაზობთ ახალი აუდიოწიგნების ჩამონათვალს 8-12 წლის მოზარდებისათვის:

დევიდ უოლიამსი - საძაგელი მამიდა

ეს დევიდ უოლიამსის მეშვიდე წიგნია. საძაგელი მამიდა გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში გაიყიდა 50 000 ეგზემპლარი, ხოლო 4 კვირის შემდეგ ის გახდა წლის ბესტსელერი საბავშვო წიგნი. გამოირჩეოდა იმით, რომ საუკეთესო რეცენზიები მიიღო. წიგნის გამოსვლის შემდეგ 2 წელიწადში დაიგეგმა თეატრალური ტურნე, რომელიც 2 წლის განმავლობაში არ კარგავდა აქტუალობას.

„მამიდა, ალბათ, ყველას მოსიყვარულე და მზრუნველი წარმოგიდგენიათ, მაგრამ ცდებით.თუ ის არ გაძლევს უფლებას, საყვარელ ტელეგადაცემას უყურო, გაიძულებს, ჭამო საზიზღარი ჭარხლის წვნიანი, ყველაზე გემრიელ შოკოლადს თვითონ მიირთმევს, გაიძულებს, თავისი მოქსოვილი, ჩხვლეტია ჯემპრი ჩაიცვა, შენ კი პატარა ობოლი გოგონა ხარ, რა უნდა გააწყო? მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ ადამიანი არასდროს არის მარტო და სიკეთეც ყოველთვის იმარჯვებს... „

მოისმინე დევიდ უოლიამსის "საძაგელი მამიდა" და სტელასა და ჭვარტლასთან ერთად იბრძოლე ბოროტების დასამარცხებლად.

ჟიულ ვერნი - საიდუმლო კუნძული

მე-19 საუკუნის 30-იანი წლები. ამერიკაში რევოლუცია მძვინვარებს. კონფედერატების ტყვე, ინჟინერი სმიტი, მეგობრებთან ერთად, დირიჟაბლით გაქცევას გადაწყვეტს, მაგრამ ძლიერი ქარი მათ საჰაერო ხომალდს გაიტაცებს და ისინი უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდებიან. კუნძულს თვალუწვდენელი ოკეანე ერტყმის და ყოფილ ტყვეებს მისი გადალახვის იმედი მალე გადაეწურებათ. როგორ მოქმედებს ადამიანი ექსტრემალურ სიტუაციაში, როგორ შეიძლება განსაცდელს გაუმკლავდე, შენთვისვე მოულოდნელად გადარჩენის საოცარი უნარი გამოავლინო, უქონელი და სუსტი გამდიდრდე...

რობერტ ლუის სტივენსონი - განძის კუნძული

რომანი მოგვითხრობს მამაც ბიჭზე, რომელიც მეკობრის ზანდუკში განძის კუნძულის რუკას აღმოაჩენს და თანამოაზრეებთან ერთად უკაცრიელ კუნძულზე მიემგზავრება. განძის მაძიებელთა თავგადასავალი ხიფათითაა სავსე.

იმისათვის, რომ აუდიოწიგნებს მოუსმინოთ, უნდა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია "გუდა", დარეგისტრირდეთ საიტზე gudabooks.ge, აირჩიოთ სასურველი წიგნი, შეიძინოთ, ამის შემდეგ კი გამომიჩნდებათ აპლიკაციაში.

მალე ბავშვებს ახალი ქართველი ზღაპრული პერსონაჟები ეყოლებათ

4 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, "ქარვასლაში" სასკოლო ბაზრობა გაიმართება

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი 22-ე)