ავტორი:

ოთარ ტატიშვილის უმცროსი ვაჟი დაინიშნა - ვინ არის პოპულარული ექიმის სარძლო  (ფოტოები ულამაზესი წვეულებიდან)

ოთარ ტატიშვილის უმცროსი ვაჟი დაინიშნა - ვინ არის პოპულარული ექიმის სარძლო  (ფოტოები ულამაზესი წვეულებიდან)

ექიმის, მსახიობისა და ტელეწამყვან ოთარ ტატიშვილის უმცროსი ვაჟი, მომღერალი შოთიკო ტატიშვილი დაინიშნა. მისი რჩეული მარიამ ხულელიძეა. ვინაიდან ოტარ ტატიშვილის უფროსი ვაჟი უკვე დაქორწინებულია, მალე ექიმი ორგზის მამამთილი გახდება.

შოთიკო ტატიშვილისა და მარიამ ხულელიძის ნიშნობის ცერემონია ულამაზეს გარემოში შედგა. წვეულებას კი მათი მეგობრები, ოჯახის წევრები, უახლოესი ადამიანები ესწრებოდნენ.

ზუკა და შოთიკო ტატიშვილები ოთარს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ეკა არჩვაძე და ოტარ ტატიშვილი პროფესიით ექიმები არიან და 17-19 წლის ასაკში იქორწინეს. მათი ოჯახური ურთიერთობა 6 წელიწადს გაგრძელდა.

ოთარ ტატიშვილის პირველი ცოლი ვაჟებთან და რძლებთან ერთად

ოთარ ტატიშვილმა მეორედ ასევე ექიმ თიკა სვანიშვილზე იქორწინა და წყვილს ერთადერთი ქალიშვილი ნანი ჰყავთ.

ოთარ ტატიშვილის უფროსი ვაჟი, ზუკა ცოლთან ერთად - ფოტო ნიშნობიდან

ოთარის უფროსი ვაჟი ზუკა მშობლების კვალს გაჰყვა და თავადაც ექიმია. ზუკა უკვე რამდენიმე წელია რაც დაოჯახებულია და ერთი გოგონა ჰყავს, რომელიც ნიშნობის ყველაზე პატარა სტუმარი გახლდათ.

შოთიკო მუსიკოსია და სახლში საკუთარი სტუდია აქვს მოწყობილი. მომავალი მეუღლე კი კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

"აფხაზეთში ნიჭიერი და გულისხმიერი ახალგაზრდობა მოდის...  თუ წინა თაობამ ვერ შეძლო წყენის დავიწყება, ეს ჩვენ უნდა შევძლოთ" - გზავნილი შერიგებისთვის

"რამაზ ჩხიკვაძე მეუბნებოდა - აქ შენი სკამი უნდა დაგიდგათო..." - ქალი, რომელსაც თითქმის ყველა ქართული სპექტაკლის პრემიერა უნახავს

"კარმენი" სცენიდან კინომდე - ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე ფილმში გადაიღეს