ავტორი:

"ისე არ გამოვიდა, როგორც მსურდა..ერთმანეთს ვერ გავუგეთ. ასე აჯობებს..." - მზია ორველაშვილი ქმარს დაშორდა

"ისე არ გამოვიდა, როგორც მსურდა..ერთმანეთს ვერ გავუგეთ. ასე აჯობებს..." - მზია ორველაშვილი ქმარს დაშორდა

ლათინოამერიკული ცეკვების პროფესიონალი შემსრულებელი, მზია ორიველაშვილი ჟურნალ "გზასთან" პირადი ცხოვრების დეტალებს ამხელს.

გთავაზობთ ამონარიდს მზია ორველაშვილის ინტერვიუდან, რომელიც 'გზაში" გამოქვეყნდა:

- დღეს შენი ცხოვრება ისეთია, როგორზეც ბავშვობაში ოცნებობდი?

- რაღაცების შეცვლა რომ შემეძლოს, შევცვლიდი, გავაუმჯობესებდი... ამ ეტაპზე, ცოტათი უკვე დასტაბილურდა.

- ჰგავს წარმოდგენილს?

- არა. ბავშვობაში ცოტათი სხვანაირი ცხოვრება მინდოდა და მჯერა, ისეთი ცხოვრება მექნება, როგორიც მინდოდა.

- შეგიძლია გაგვიმხილო - როგორი ცხოვრება გინდოდა?

- იცი, პირველ რიგში, რაში გამიმართლა? ასეთი კარგი მშობლები რომ მყავს. ალბათ, სხვა ოჯახში რომ გავჩენილიყავი, ასეთი ბედნიერი არ ვიქნებოდი. კიდევ, იმაში გამიმართლა, რომ მშობლებმა ცეკვაზე მიმიყვანეს. ამ ყველაფრით, ჩემი კარიერით ძალიან კმაყოფილი ვარ. შეიძლებოდა, უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ ეს ჩემი ბრალია: ბევრი რაღაც თავად დავანგრიე, რისი გაგრძელებაც შემეძლო... პირად საკითხს რაც შეეხება, ისე არ გამოვიდა, როგორც მსურდა და წარმომედგინა, რომ იქნებოდა.

- მეუღლეს დაშორდი?

- განვქორწინდით. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, გადავწყვიტეთ, ყველაფერი დავასრულოთ, რადგან ბოლო პერიოდში ერთმანეთს ვერ გავუგეთ. ასე აჯობებს...

- შენი ცხოვრების მთავარი ღირებულება რა არის, რაც შენს ქმედებებს განსაზღვრავს?

- დედობა. ახლა ჩემი შვილებისთვის ვცხოვრობ, ყველაფერს მათთვის ვაკეთებ და ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, რომ ისინი ყოველთვის კომფორტში იყვნენ. ჩემი ქმედებების მთავარი მიზანიც ესაა - შვილები ფეხზე დავაყენო, კარგად მყავდნენ და ა.შ. განაგრძეთ კითხვა

ქართველმა ფეხბურთელებმა "ერთა ლიგა" გამარჯვებით დაიწყეს - ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა

"მეკითხებოდნენ, რატომ გათხოვდი ქართველზე, ქართველი მამაკაცის რა მოგეწონაო?" - სიყვარული, რომელმაც ჩეხი გოგონა ჩეხეთიდან რაჭაში ჩაიყვანა

"როგორც ღატაკებს ისე დაგვირიგეს სურსათი...თავს ქაცვის გაყიდვით ვირჩენთ", - როგორ ცხოვრობს ვლადიკავკაზში ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი, რომელსაც მამა არ აღიარებს