ავტორი:

კომპანია, რომელმაც იმპორტი ადგილობრივი წარმოებით ჩაანაცვლა - იყიდე ქართული, გააძლიერე ქვეყანა

კომპანია, რომელმაც იმპორტი ადგილობრივი წარმოებით ჩაანაცვლა - იყიდე ქართული, გააძლიერე ქვეყანა

ადგილობრივი წარმოების ზრდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. ადგილობრივი წარმოება ხელს უწყობს მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას და ამავდროულად, ვალუტის სიმყარესაც განაპირობებს.

სწორედ ამიტომ, აღსანიშნავია თითოეული კომპანიის საქმიანობა, რომელიც ახერხებს, რომ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქტი ადგილობრივი წარმოებით ჩაანაცვლოს.

ერთი-ერთი ასეთი კომპანია „კრიალაა“, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ჰიგიენური ქაღალდის პროდუქციას სთავაზობს. „კრიალას“ წარმოება აერთიანებს რამდენიმე სახეობის ხელსახოცებს, სამზარეულოს ქაღალდებს, ჰიგიენურ ქაღალდებს, დისპანსერებსა და სხვა პროდუქციას.

კომპანია 2014 წელს, პროექტის - “აწარმოე საქართველოში” - ფარგლებში შეიქმნა. ამ ეტაპზე აღნიშნული ორი დასახელების პროდუქტს ბაზრის 25-27% უკავია.

ბოლო პერიოდში მაღაზიის დახლებიდან თითქმის გაქრა რუსული წარმოების ტუალეტის ქაღალდები და მათი ადგილი “ასფურცელამ” და “ეკოფეიფერმა” დაიკავა. ეს არის სრულად ქართული წარმოების პროდუქტი, რომელმაც კონკურენტების ჩანაცვლება ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქტით შეძლო.

ბოლო წლებში “კრიალას“ წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა და შესაბამისად, იზრდება ბაზარზე კომპანიის წილიც. იგეგმება, რომ ბაზრის წილი 45%-მდე გაიზრდება. მაგალითად, „ობუხოვი“, რომელიც კომპანია „კრიალას“ გამოჩენის დროს მთავარი კონკურენტი იყო, ახლა სულ გაქრა მაღაზიათა ქსელებიდან. ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ იმპორტი ჩანაცვლდა ადგილობრივი წარმოებით. „კრიალა“ წლიურად 4 მილიონზე მეტი ლარის პროდუქციას ყიდის, რაც ქვეყნისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. თანამედროვე დანადგარებითა და კვალიფიცირებული პერსონალით იქმნება ქართული, ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.

წლიურ გაყიდვებში დიდი წილი „ასფურცელას“ უკავია, რადგან მას თავის სეგმენტში ხარისხის მხრივ ალტერნატივა არ გააჩნია. ის უფრო თეთრია და პერფორაცია აქვს, ანუ უფრო იოლად მოსახევია.

როდესაც იმპორტირებული პროდუქტი იყიდება, ბიუჯეტში ნაკლები თანხა შედის. ბაზარზე „კრიალას“ წილის გაზრდის შემდეგ გაიზარდა ამ სეგმენტიდან ბიუჯეტში გადახდილი თანხაც, დასაქმდა უფრო მეტი ადამიანი. ამ ეტაპზე კომპანიის წარმოებაში 100 კაცია დასაქმებული და ეს ციფრი მზარდია. გარდა ამისა, ასევე, 100 ადამიანი მუშაობს იმაზე, რომ პროდუქციის დისტრიბუცია მოხდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. „ასფურცელაც“ და „ეკოფეიფერიც’ გადამუშავებული ქაღალდით მზადდება. ნედლეულის შეგროვების პროცესში კი უამრავი ადამიანია ჩართული. მოსახლეობას აქვს საშუალება, რომ უსარგებლო ქაღალდი, რომელიც სახლში აქვთ, ჩააბარონ და ამით შემოსავალი მიიღონ~, _ განმარტავს კრიალას წარმომადგენელი.

იყიდე ქართული, გააძლიერე ქვეყანა!

იხილეთ ვიდეო

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ფილარმონიასთან აფეთქება ბუნებრივი აირით არ არის გამოწვეული

"თუ მკურნალობას არ დავასრულებ, შეიძლება მხედველობა აღარასდროს აღმიდგეს" - რას ითხოვს 2019 წლის 20 ივნისს დაშავებული და რაში ადანაშაულებს არჩილ თალაკვაძის ძმას

აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც  9  საკონდიტრო "დონას“ უკავშირდება