ავტორი:

მაღაზია "ზღაპარის" ვარკეთილის ფილიალის მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა

მაღაზია "ზღაპარის" ვარკეთილის ფილიალის მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა

მაღაზია "ზღაპარის" ვარკეთილის ფილიალის მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კომპანიის მენეჯერის სოფიო თარაშვილის, განცხადებით, აღნიშნული ფილიალის პერსონალი თვითიზოლაციაში გადავიდა.

„არავინ არ არის გადაყვანილი ეპიდცენტრებში. არავის არ დაკავშირებიან. თავად არიან თვითიზოლაციაში. ველოდებით 12 დღის გასვლას, ყველა არის სახლში, თვითიზოლაციაში. თითოეულ დასაქმებულს, რომელსაც კონკრეტულ ფილიალთან შეხება ჰქონდა, კორონავირუსზე ტესტირება, სავარაუდოდ, ჩაუტარდება“, - განაცხადა სოფიო თარაშვილმა „რუსთავი2“-თან.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ აღნიშნულ ფილიალს მუშაობა არ შეეწყვიტა, თანამშრომლები სხვადასხვა ლოკაციიდან გადაიყვანეს.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1650-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 1310 გახდა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 8-ით გაიზარდა.

გორში ავარიას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა - ავტომობილს ბავშვის მამა მართავდა

საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - "2 საკონდიტრო "დონას" კლასტერია, 5-ის წყარო კი უცნობია"

აბაშაში ქვეითს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა - მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა