ავტორი:

უარი სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრებას - ჰარიმ ფული უკან დააბრუნა, სკანდალი ამოწურულია

უარი სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრებას - ჰარიმ ფული უკან დააბრუნა, სკანდალი ამოწურულია

სასექსის ჰერცოგმა, პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ მეგან მარკლიმ ფროგმორის კოტეჯის რემონტისთვის დახარჯული სოლიდური თანხა სახელმწიფო ბიუჯეტს სრულად დაუბრუნეს უკან, რასაც წინ სკანადლი უსწრებდა.

ერთი წლის წინ, დიდ ბრიტანეთში დაწყებულმა ოჯახურმა არეულობამ ყველაფერი ყირაზე დააყენა, მაშინ, როდესაც ჰერცოგმა და მისმა მეუღლემ სამეფო ვალდებულებისგან გათავისუფლება გადაწყვიტეს.

ჰარის და მეგანს სურდათ სამეფო ოჯახის ყველა ვალდებულება მოეხსნათ, თუმცა ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა, რადგან დიდი ბრიტანეთი სამეფო ოჯახის ბიუჯეტზე ალაპარაკდა. ვალდებულებებზე უარის თქმის გამო, პრინც ჰარის რამდენიმე მილიონ ფუნტ სტერლინგზე მოუწია უარის თქმა.

სკანდალი განსაკუთრებით გამოიწვია იმან, რომ ფროგმორის კოტეჯი, რომელშიც დაქორწინების შემდეგ დასახლდნენ ჰარი და მეგანი, მათ დაოჯახებამდე სპეციალურად მათი ოჯახური ბუდის უკეთესად მოწყობისთვის გაარემონტეს, რაც სახელმწიფოს 2.4 მილიონ ფუნტი სტერლინგი დაუჯდა. კრიტიკოსები წერდნენ, - ეს თანხა დიდი ბრიტანეთის გადასახადების გადამხდელებმა დაფარესო.

წყვილმა სულ ცოტა ხნის წინ აღნიშნული თანხა მთლინად შეიტანა ბრიტანეთის ხაზინაში, შეიძლება ითქვას, რომ მეგანმა და ჰარიმ თავანთი ბოლო ვალდებულებაც შეასრულეს.

ფროგმორის კოტეჯი საოჯახო ტიპის სახლია, რომელიც სამეფო ოჯახის საკუთრებაშია. ახლა კოტეჯი ცარიელია, მასში არავინ ცხოვრობს.

თანხის გადახდის შემდეგ პრინც ჰარის სპიკერმა კომენატარი გააკეთა:

"ეს შენატანი, ანუ ფროგმორის კოტეჯის განახლებისთვის დახარჯული თანხა უკვე მთლიანად არის დაფარული. კოტეჯი მისი უდიდებულესობის, დედოფლის საკუთრებაშია და წლების შემდეგ, ეს კოტეჯი დიდი ბრიტანეთის ოჯახის სხვა წევრებს დარჩებათ.

ასევე აღსანიშნავია, პრინცი ჰარი და მეგანი ამერიკულ კომპანია "ნეთფლიქსთან“ გრძელვადიან თანამშრომლობას აპირებენ, მათი კონტრაქტი რამდენიმე ფილმში, სერიალსა და საბავშვო პროგრამებში მონაწილეობას მოიცავს. შესაძლოა, სულ მალე ყოფილი ჰერცოგინია და პრინცი ჰარი "ნეთფლიქსის" რომელიმე ფილმშიც ვიხილოთ.

ავტორი: ელენე მეტრეველი

რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლის გატანის შემდეგ - ამაღელვებელი ჟესტი ინტერნეტში პოპულარობით სარგებლობს

პრინცმა ჰარიმ მუშაობა დაიწყო - თანაც ორ სამსახურში: სად დასაქმდა სასექსის ჰერცოგი?

"ჩემი ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი...დიდხანს არ მიფიქრია" - რას ამბობს გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ეროვნულ ნაკრებთან პირველად ივარჯიშა