ავტორი:

ბესტსელერი წიგნები, რომელთა აუდიოვერსიების მოსმენა უკვე შესაძლებელია

ბესტსელერი წიგნები, რომელთა აუდიოვერსიების მოსმენა უკვე შესაძლებელია

gudabooks.ge აუდიოწიგნებისთვის შექმნილი პირველი ვებგვერდია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მუდამ თან გვქონდეს პირადი აუდიობიბლიოთეკა.

აუდიოწიგნები დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება და მოთხოვნის ზრდასთან ერთად, gudabooks.ge-ს ადმინისტრაციაც მუდმივად მუშაობს სიახლეების დამატებაზე.

მნიშვნელოვანია, რომ უკვე შესაძლებელია, მოვუსმინოთ იმ წიგნების აუდიოვერსიებს, რომლებიც მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ბესტსელერია.

გთავაზობთ ბესტსელერი წიგნების სიას, რომელთა აუდიოვერსიების მოსმენა უკვე შესაძლებელია:

ჯერომ სელინჯერი - თამაში ჭვავის ყანაში

ამერიკელი მწერლის, ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ მსოფლიო კლასიკაა, რომელიც არაერთ ენაზე ითარგმნა და მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა. რომანი 1951 წელს გამოიცა და მაშინვე დიდი კრიტიკა დაიმსახურა. თუმცა კრიტიკას გაუძლო და ის დღემდე, ახალგაზრდების და არა მარტო მათი, ერთ-ერთი რჩეული ნაწარმოებია.

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი - ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ

ეს წიგნი 2012 წლის დეკემბერში TEDxEuston-ზე აფრიკისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციაზე ჩიმამანდა ნგოზის სიტყვით გამოსვლის მოდიფიცირებული ვერსიაა, რომელიც ძალიან საინტერესო საკითხავი და მოსასმენია, როგორც TED-ის სხვა კონტენტი.

მარკ მენსონი - ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება

„ფეისბუქზე“, „ინსტაგრამზე“ ან სხვა სოციალურ ქსელში ამ წიგნის თანხლებით გადაღებულმა ფოტოსურათებმა ალბათ თქვენი ყურადღება არაერთხელ მიიპყრო, თუმცა დროის დეფიციტის გამო, მისი შეძენა და წაკითხვა ვერ მოახერხეთ.

მისი აუდიოვერსიის მეშვეობით, უკვე შესაძლებელია, სხვადასხვა პირობებში ისწავლოთ, როგორ გაუსწოროთ თვალი სამყაროში არსებულ გამოწვევებს და როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი სხვადასხვა სირთულის გადალახვის შემდეგ. მარკ მენსონი, რომელიც არც ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია და არც რომელიმე მსოფლიო ბრენდის დამფუძნებელი, გვასწავლის, როგორ მივიღოთ საკუთარი თავი სხვადასხვა შეცდომებითა და ნაკლოვანებებით. ეს სწორედ ის არის, რაც ბევრ ჩვენგანს ძალიან სჭირდება.

თინათინ ბერიძე - მოპარული სიყვარული

თინათინ ბერიძის ეს ნაწარმოები ბესტსელერად იქცა. ის მოგვითხრობს მგრძნობიარე ახალგაზრდებზე, რომელთა გზებიც უჩვეულოდ გადაიკვეთა და ერთმა უწყინარმა ხუმრობამ მათი ცხოვრება სრულიად შეცვალა. ეს არის დიდი სიყვარულის ისტორია დრამატული მოვლენებით და უზომოდ დიდი ემოციით.

წიგნის ავტორი თინათინ ბერიძე კი გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებულია.

სოფია ამორუზო - როგორ გავხდი GIRLBOSS

ეს არის ერთ-ერთი Girlboss-ის, გამოცდილება, რომელიც თავის ისტორიას გვიზიარებს და გვიყვება, რომ ყველაფერი არაფრიდან შექმნა და სწრაფად მზარდი ბიზნესის აღმასრულებელ დირექტორად იქცა. შეიძლება, ეს წიგნი ბევრისთვის ინსპირაციაც გახდეს.

რეიჩელ ჰოლისი - გონს მოეგე, დაო

თუ GIRLBOSS ჯერ არ გამხდარხართ, მაშინ დროა "გონს მოეგოთ" და რეიჩელ ჰოლისის ეს წიგნი წაიკითხოთ, რომელიც სხარტი იუმორითა და ცხოვრებისეული სიბრძნითაა გაჯერებული. თავის ისტორიას კი ცნობილი ინტერნეტვარსკვლავი გვიამბობს.

რეი ბრედბერი - ბაბუაწვერას ღვინო

"არ მინდა თქმა, რომ ბრედბერი ბავშვობისგან რომანტიკულ მითს არ ქმნის; პირიქით, სწორედ ამას აკეთებს. თავისთავად, ბავშვობა ბევრი ჩვენგანისთვის მითია. გვეჩვენება, რომ გვახსოვს, რაც თავს გადაგვხდენია იმ დროს, მაგრამ, სინამდვილეში, ასე არ არის. მიზეზი უბრალოა: მაშინ ყველა შერეკილი ვიყავით – ბავშვობაში იბადება მითი“, - სტივენ კინგი.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა

2019 წლის ბესტსელერ წიგნში ამბავი იან კლაინზეა, როლისთვისაც ყოველი დღე ერთნაირად უიმედოა...

"შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა" კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის" გამარჯვებულის სადებიუტო რომანია, რომელმაც გამოსვლისთანავე მკითხველის დიდი ინტერესი დაიმსახურა.

იმისათვის, რომ აუდიოწიგნებს მოუსმინოთ, უნდა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია "გუდა", დარეგისტრირდეთ საიტზე gudabooks.ge, აირჩიოთ სასურველი წიგნი, შეიძინოთ, ამის შემდეგ კი გამომიჩნდებათ აპლიკაციაში.

მოსასმენი წიგნები gudabooks.ge-ზე, მეცადინეობით დაღლილი ბავშვების განსატვირთად

გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, ჯეინ ოსტინის "ამპარტავნობა და ამოჩემება" გამოვიდა

„ყვავილები სახლთან ახლოს“ - წიგნი, რომელშიც ხელოვნებისა და მედიცინის გზები იკვეთება, ჟურნალ "გზასთან" ერთად