ავტორი:

"ფროიდს მოსწონდა მასთან ურთიერთობა, რადგან ის განსხვავებული ქალი იყო" - ვინ იყო ნაპოლეონის შთამომავალი პრინცესა, რომელიც ქალის სექსუალობას მეცნიერულად იკვლევდა

"ფროიდს მოსწონდა მასთან ურთიერთობა, რადგან ის განსხვავებული ქალი იყო" - ვინ იყო ნაპოლეონის შთამომავალი პრინცესა, რომელიც ქალის სექსუალობას მეცნიერულად იკვლევდა

პრინცესა მარი ბონაპარტი, რომელსაც საზოგადოება ქალის სექსუალური ცხოვრების პირველ შემსწავლელად და ზიგმუნდ ფროიდის მოსწავლედ იცნობს, ნაპოლეონ ბონაპარტის ნათესავი და ამავე დროს დედოფალი ელისაბედ II-ის მეუღლის, პრინცი ფილიპის დეიდა გახლდათ.

მარი პრინცესა იყო, თუმცა მას სამეფო წეს-ჩვეულებებისა თუ ღონისძიებების ნაცვლად, ქალის სექსუალური ცხოვრების შესწავლა და ფსიქოანალიზი აინტერესებდა.

პრინცესა

მარი ბონაპარტი საფრანგეთში შეძლებულ და ცნობილ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ მარი-ფელიქს ბლანკი და ფრანგი პრინცი როლან ნაპოლეონ ბონაპარტი, რომელიც იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის ძმისშვილი გახლდათ.

მისი ბაბუა ძალიან ცნობილი და წარმატებული ბიზნესმენი გახლდათ, სწორედ მან გახსნა მონაკოში კაზინო "მონტე-კარლო".

მიუხედავად ფუფუნებისა, მარის ცხოვრება მაინც არ ყოფილა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. გოგონას დაბადებისთანავე ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ახალშობილი მარი სასწაულებრივად გადაარჩინეს. გოგონას დედა მშობიარობიდან ერთ თვეში გარდაიცვალა.

ბავშვობაში არ ჰყავდა მეგობრები, დროის უმეტეს ნაწილს მამასთან ერთად, სხვადასხვა მეცნიერების შესწავლაში ატარებდა.

დროთა განმავლობაში ის უფრო ინტერესდებოდა ქალისა და მამაკაცის ინტიმური ცხოვრების, ასევე ქალის სექსუალური ცხოვრების შესწავლით. მან ისწავლა გერმანული და ინგლისური ენები, თუმცა ოჯახის წევრებმა არ მისცეს საშუალება გამოცდები ჩაებარებინა.

მეცნიერი ნელი ტომსონი, რომელიც მარი ბონაპარტის ცხოვრებას იკვლევდა, იხსენებს მარის მოგონებას ამ პერიოდთან დაკავშირებით, მისი თქმით, ოჯახის წევრები "ამტკიცებდნენ, რომ მათი ოჯახის მტრები, რესპუბლიკელები აუცილებლად გააყალბებდნენ გამოცდებს და ასე ეცდებოდნენ მათი ოჯახის დამცირებას". გაბრაზებულმა მარიმ კი თურმე დაიყვირა:

"წყეულიმც იყოს ჩემი სახელი, ჩემი ტიტული, ჩემი სიმდიდრე! განსაკუთრებით კი ჩემი სქესი! კაცად რომ დავბადებულიყავი, ვერაფერი გამაჩერებდა!"

მარი ბონაპარტი მეუღლესთან ერთად

ბონაპარტი ჯერ კიდევ არ იყო 20 წლის, როცა მას რომანი მასზე უფროს მამაკაცთან, მამამისის მეგობართან ჰქონდა. ეს რომანი გოგონასთვის სკანდალურად დასრულდა. სულ მალე საბერძნეთის პრინც გეორგიზე გაათხოვეს. ქორწილი კი ათენში გადაიხადეს. უსიყვარულოდ გათხოვილმა გოგონამ თავიდანვე იცოდა, რომ არ ექნებოდა მეუღლესთან სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება, ფიქრობდა, რომ საყვარლის გაჩენაც ვერ მოუტანდა ბედნიერებას, ამიტომ სანუგეშოდ მეცნიერებას მიმართა.

ქალის სექსუალობის შესწავლა

მას ქალის სექსუალობის და ორგაზმის შესწავლის ინტერესი ამოძრავებდა. 1924 წელს ფსევდონიმით გამოაქვეყნა ნაშრომი: "ჩანაწერები ქალის ფრიგიდულობის ანატომიური მიზეზების შესახებ".

ფსიქოენდოკრინოლოგის კიმ უოლენის განცხადებით, ბონაპატრი განიცდიდა, რომ სექსუალური ურთიერთობა მას სიამოვნებას ვერ ანიჭებდა. ის მიიჩნევდა, თუ ქალი სექსუალური აქტის დროს ვერ განიცდიდა ორგაზმს, ესე იგი, პრობლემა მის ანატომიაში იყო.

მან უამრავი ცდა ჩაატარა, აკვირდებოდა ქალებს, რომლებმაც სასქესო ორგანოს ოპერაცია გაიკეთეს, თუმცა მაინც არ ურიგდებოდა შედეგს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ექსპერიმენტი საკუთარ თავზე ჩაეტარებინა და სასქესო ორგანოს ოპერაცია სამჯერ გაიკეთა. ოპერაციის გამო კი ახალგაზრდა ქალს სასქესო ორგანოზე შეგრძნებები უფრო შეუმცირდა.

„ბონაპარტს საინტერესო ჰიპოთეზა ჰქონდა. მისი აზრით, ყველა ქალს სხვადასხვა ანატომიური აგებულება აქვს და ამიტომ განიცდიან ისინი სხვადასხვა გრძნობას სექსუალური აქტის დროს. თუმცა მის თეორიაში, ბონაპარტი მთავარ აქცენტს აკეთებდა სხეულის აგებულებაზე და გამორიცხავდა ქალის ფსიქოლოგიასა და სულიერ კომფორტს“, - ამბობს ელისაბედ ლოიდი, რომელიც ბონაპარტის ცხოვრებას შეისწავლიდა.

ფროიდთან შეხვედრა

წარუმატებელი ცდებისა და ოპერაციების მიუხედავად, ბონაპარტი მაინც ცდილობდა მოეძებნა კითხვებზე პასუხი და ამ მიზნით 1925 წელს ვენაში კონსულტაციისთვის ცნობილ ფსიქოანალიტიკოსთან ზიგმუნდ ფროიდთან გაემგზავრა.

"ფროიდში მან ის ადამიანი იპოვა, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში სჭირდებოდა - ახალი "მამა", რომელიც შეიძლება გიყვარდეს და უფრთხილდებოდე“.

პრინცესა მარი ზიგმუნდ ფროიდთან ერთად

ის ფროიდის პაციენტი და მეგობარი გახდა. ბონაპარტი საფრანგეთში ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო, ვინც ადამიანის ფსიქოანალიზის შესწავლა დაიწყო და ფროიდთან გატარებულმა დრომ მისი კვლევები უფრო წარმატებული გახადა.

"ფროიდს მოსწონდა მასთან ურთიერთობა, რადგან ის განსხვავებული ქალი იყო. მათი პირველი შეხვედრისას ფროიდი 70 წლის იყო. მარი კი საინტერესო, განათლებული, მდიდარი ქალბატონი გახლდათ, რომელიც ფროიდს ეკამათებოდა". - აცხადებს მერი ამურუ ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტთან საუბრისას.

დროთა განავლობაში მარი პარიზელ ფსიქოანალიტიკოსებში დიდი პატივისცემით სარგებლობდა, ის ტიტულისა და სამეფო კარის მიუხედავად მაინც პოულობდა დროს და პაციენტებსაც იღებდა.

მაშინ, როცა ვენაში გერმანელები შეიჭრდნენ, მარიმ მოახერხა და საყვარელი მასწავლებელი, ოჯახთან ერთად, ლონდონში გახიზნა.

ფროიდთან ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ, ბონაპარტი მიხვდა, რომ მისი ნაშრომები არ შეესაბამებოდა სიმართლეს და რომ ქალის სექსუალური ცხოვრება სრულიად განსხვავებული იყო. ის მიხვდა რომ ანატომია არაფერ შუაშია და მთავარი ფსიქოლოგიაა. როგორც ამბობენ, ქალმა, რომელიც განსხვავებულად აზროვნებდა, გაუსწრო დროს და დიდი წვლილი შეიტანა როგორც ქალის სექსუალური ცხოვრების, ასევე ფსიქოანალიზის შესწავლაში.

ავტორი: ეკა გადახაბაძე

Capacity Media: „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარების  განზრახვა არ შეცვლილა და „ციფრული აბრეშუმის გზის“ ინვესტიციისთვის მზად არიან

"აჭარა უკვე წითელი ზონაა, დაავადებამ ინტენსიური გავრცელება მიიღო" - როგორ აფასებს მარინა ეზუგბაია ქვეყნის ეპიდმდგომარეობას

"21 აჭარაში გამოვლინდა, 5 კი თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება" - ინფორმაცია 45 ახალი ინფიცირებულის შესახებ