ავტორი:

გოგონა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 1000 კაციან მუსიკალურ ივენთს ესწრებოდა - რას ამბობს კუს ტბაზე მდებარე ღია კლუბის მენეჯერი

გოგონა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 1000 კაციან მუსიკალურ ივენთს ესწრებოდა - რას ამბობს კუს ტბაზე მდებარე ღია კლუბის მენეჯერი

კუს ტბაზე, ღია სივრცეში განლაგებულ კლუბში, სადაც პარასკევს მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, ერთ-ერთ სტუმარს საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდა, ორ დღეში კი კორონავირუსი დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, კულტურულ ღონისძიებაზე 1000-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ტერიტორიას დეზინფექცია უტარდება.

AMBEBI.GE კაფე-რესტორან "ცისკარის" გენერალურ მენეჯერს, თამუნა მეუნარგიას დაუკავშირდა:

"სტუმარი, რომელსაც "კოვიდი" დაუდასტურდა, არ იყო კაფე-რესტორან "ცისკარის" სტუმარი, არამედ იყო "ცისკარი გარდენის" სტუმარი, რომელიც ცალკე ტერიტორიაა. ეს არის ერთმანეთის მომიჯნავე ორი ობიექტი, ორივე ერთი და იგივე იურიდიული პირის შპს-ა, ოღონდ ერთი კაფე-რესტორანია, მეორე კი ბაღი ღია ცის ქვეშ, სადაც პერიოდულად ივენთები კეთდება, ანუ ღამის მუსიკალური ღონისძიებები. შესაბამისად, კაფე-რესტორანი “ცისკარი” მაგ დროს ყოველთვის დაკეტილია (2-ის ნახევრამდე ვმუშაობთ).

"ცისკარი გარდენი" არის ცალკე შემოსაზღვრული სივრცე, ტერიტორია და როცა მეორე ტერასაზე ივენთი ტარდება, საზღვარს დაცვა იცავს, იქ მყოფი სტუმრები აქეთ რომ არ გადმოვიდნენ. რაც შეეხება "გარდენს", პარასკევ საღამოს იქ ჩატარდა მუსიკალური ივენთი, რომელსაც 1000-მდე სტუმარი ესწრებოდა, ეს იყო როგორც კულტურული ღონისძიება.

გოგონას, რომელიც იქ იყო მოსული, კვირას დაუდასტურდა "კოვიდი". ინფორმაცია ჩვენც სოციალური ქსელის მეშვეობით გავიგეთ და ივენთის ორგანიზატორებმა მომენტალურად დაიწყეს კომუნიკაცია ჯანდაცვის შესაბამის უწყებებთან. საბედნიეროდ, გოგონას ყველა ახლო კონტაქტი ცნობილია (ივენთის წევრები არ იგულისხმება) და ისინი გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში, ან კარანტინში" - ამბობს თამუნა მეუნარგია.

მოიაზრებიან თუ არა რისკის ჯგუფში "გარდენ ცისკარის" თანამშრომლები, ამაზე მენეჯერი პასუხობს:

"იქ არ არის დახურული ობიექტები, შესაბამისად, ღია სივრცეში "კოვიდის" გავრცელების საფრთხე ნაკლებია. თანამშრომლებს, ვინც ივენთზე მუშაობდა, საფრთხე არ ემუქრებათ, ვინაიდან ბარს, რომელიც აქ მუშაობს, აქვს დამცავი ბარიერი, მინა და ბარმენები ნიღბებითა და ხელთათმანებით ბარის უკან მუშაობენ. ობიექტი წესების სრული დაცვით მუშაობს. კონკრეტული უწყებების მიერ ის არაერთხელ შემოწმდა, რა დროსაც ყველა რეგულაცია იყო დაცული.

ასე რომ, იქ მომუშავე პერსონალი არ განეკუთვნება ახლო კონტაქტს და არ მოიაზრება რისკის ჯგუფში. რადგან "ცისკარი" გაჟღერდა, ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ ეს კაფე-რესტორანს ეხებოდა. სტუმრები, ვინც ჩვენს რესტორანს სტუმრობდა, განერვიულებულები რეკავენ. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ კაფე-რესტორანი არის დამოუკიდებელი ტერიტორია, სადაც მსგავსი ფაქტი არ დადასტურებულა, ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას".

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კორონავირუსის შესაძლო შემთხვევის გამო რესტორან "რესპუბლიკის" ნაწილი დაიკეტა. სულ მალე რესტორნის ერთ-ერთ თანამშრომელს კოვიდი დაუდასტურდა და დანარჩენ თანამშრომლებს პისიარ ტესტი გაუკეთდათ.

თანამშრომელს კონტაქტი ჰქონდა როგორც კლიენტებთან, ისე – თანამშრომლებთან, ამიტომ, დაზღვევის მიზნით, ტესტი ჩაუტარდა რესტორნის ყველა თანამშრომელს.

რესტორნის მენეჯერის თქმით, მათ თანამშრომელს მართლაც დაუდასტურდა "კოვიდი", თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მათი რესტორანი რამდენიმე სართულიანია, დამოუკიდებელი ობიექტებისგან შედგება და დროებით მხოლოდ ერთ-ერთი ობიექტი დახურეს. სადეზინფექციო სამუშაოები რესტორან “რესპუბლიკის” ტერიტორიაზეც მიმდინარეობს.

"გუკამ ბაკურიანში შვილებთან ერთად დაისვენა, მათთან ერთად იყო ლელას და გიგის ბიჭი" - შეურიგდა თუ არა ლელა კილაძე საპატიმროდან გამოსულ ქმარს?

"სიმპტომი არავის აქვს, ყველა გადასარევად გრძნობს თავს..." - "ტვ პირველის" თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ

რამდენი გაკვეთილი უნდა ჩატარდეს დისტანციურად დღეში და როგორი უნდა იყოს მათი ხანგრძლივობა - განათლების მინისტრმა წესები და პირობები დაამტკიცა