ავტორი:

5 კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ, სანამ გათბობის ქვაბს შევიძენთ

5 კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ, სანამ გათბობის ქვაბს შევიძენთ

გათბობის ქვაბის შერჩევისას პროფესიონალის რჩევის გარეშე შეიძლება არასწორ პროდუქტში ჩავდოთ ინვესტიცია და შემდგომში მისი ექსპლუატაციის ხარჯები აღმოჩნდეს იმაზე მეტი, ვიდრე ვგეგმავდით.

აღნიშნული ტექნიკური საშუალების შეძენისას სასურველია აქცენტი გავაკეთოთ მის ეკონომიურობაზე, გამძლეობაზე და ფასისა და ხარისხის შესაბამისობაზე.

იმის შესახებ, თუ რა ნიუანსები უნდა გავითვალისწინოთ და რა შეკითხვები უნდა დავსვათ სანამ გათბობის ქვაბს შევიძენთ, ვესაუბრეთ გათბობის სისტემების კომპანია „თერმოკომის“ სპეციალისტებს. მათი აზრით, თუ პროდუქტი შემდეგ 5 მნიშვნელოვან კრიტერიუმს აკმაყოფილებს, უკვე შეიძლება მის შეძენაზე დაფიქრება.

რომელია ეს კრიტერიუმები და რა მთავარ კითხვები უნდა დავსვათ სანამ გათბობის ქვაბს სახლში დავამონტაჟებთ?

შეესაბამება თუ არა არჩეული ქვაბის სიმძლავრე ჩვენი ბინის ფართობს?

გათბობის ქვაბის სიმძლავრე უნდა შევარჩიოთ ბინის ფართობის მიხედვით: რაც უფრო დიდია ფართობი, მით უფრო დიდი სიმძლავრის ქვაბი გვჭირდება და იმისათვის რომ არ შევცდეთ, შესაძლებელია მარტივი გააანგარიშებით დაახლოებით გამოვთვალოთ ჩვენი ბინის სრულფასოვნად გათბობისათვის საჭირო ქვაბის სიმძლავრე. მაგალითად, თბილისის კლიმატურ პირობებში 100 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე ბინის გასათბობად დაახლოებით 10 კილოვატი სიმძლავრის გათბობის ქვაბი გვესაჭიროება, თუმცა მომხმარებლები იმის გამო, რომ მუდმივად ჰქონდეთ საკმარისი რაოდენობის ცხელი წყალი, უმეტესად მაინც 24 კვტ სიმძლავრის ქვაბზე აკეთებენ არჩევანს. და ეს სწორიც არის, ვინაიდან სრულფასოვნად შხაპის მიღებისათვის აუცილებელი ცხელი წყლის ნაკადის მისაღებად საჭიროა 24 კვტ სიმძლავრის ქვაბის დამონტაჟება.

თუმცა, როგორც „თერმოკომში“ განმარტავენ, არსებობს 10 -13-16 და 20 კვტ სიმძლავრის გათბობის ქვაბებიც, რომლებიც გათბობის რეჟიმში იძლევიან 10-13-16 და 20 კვტ სიმძლავრეს, ხოლო ცხელი წყლის წარმოების რეჟიმში უკვე იძლევიან 24 კვტ სიმძლავრეს (ანუ იმდენივე ცხელ წყალს აწარმოებენ, რამდენსაც 24 კვტ სიმძლავრის ქვაბები). შედეგად გათბობის რეჟიმში მცირდება გაზის ხარჯი, ხოლო ცხელი წყლის წარმოების რეჟიმში თავს ისევე კომფორტულად ვგრძნობთ, როგორც 24 კვტ სიმძლავრის ქვაბის გამოყენებისას. ქვაბების სიმძლავრეების ასეთი დიფერენციაცია ახასიათებთ აზიურ, განსაკუთრებით კი სამხრეთ კორეულ მწარმოებლებს, რომელთა პროდუქციაც ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში და ისინი უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევენ ევროპული წარმოების ქვაბებს.

რა უნდა იყოს გათბობის ქვაბის მარგი ქმედების კოეფიციენტი?

თუ გვსურს კომუნალური ხარჯების შემცირება, ეს კითხვა აუცილებლად უნდა დავსვათ. მარგი ქმედებს კოეფიციენტი გამოსახავს თუ რამდენად ეფექტურად გამოიყენება გაზის წვის შედეგად გამოყოფილი ენერგია. როდესაც გათბობის ქვაბი მოქმედებაშია და გარკვეული რაოდენობის გაზს მოიხმარს, გაზის წვის შედეგად გამოყოფილი სითბო სრულად არ ხმარდება ოთახების გათბობას - მისი დაახლოებით 10% იკარგება ნამწვ აირებში აკუმულირებული სითბოს სახით. ამიტომ რაც უფრო მაღალია მარგი ქმედების კოეფიციენტი, გაზის დაწვის შედეგად მიღებული ენერგიის მით მეტი წილი იხარჯება სასარგებლოდ, ანუ ხმარდება გათბობას ან ცხელი წყლის წარმოებას.

დღეს, როგორც ევროპული, ისე აზიური წარმოების ქვაბების უმეტესობის მარგი ქმედების კოეფიციენტი მერყეობს 90 -92 %-ის ფარგლებში. თუმცა, უმჯობესია ეს მახასიათებელი, ქვაბის შეძენამდე მაინც გადავამოწმოთ.

რამდენად სანდოა ბრენდი, რომლის შეძენასაც ვაპირებთ?

ბრენდი, რომლის ნაწარმიც ცნობილი და აღიარებულია მსოფლიო ბაზარზე და რომელზეც მაღალი მოთხოვნაა, უნდა ჩაითვალოს უფრო სანდოდ, ვიდრე სხვა, ნაკლებად ცნობილი ბრენდის ნაწარმი. ამიტომ თუ რისკის გაწევა არ გვსურს, ჯობია არჩევანი უკვე გამოცდილ და აღიარებულ ბრენდებზე შევაჩეროთ.

„თერმოკომში“ განმარტავენ, რომ მომხმარებელი უფრო ენდობა იტალიურ ბრენდებს (მაგ. „არისტონი“, ,,ბაქსი’’, ,,იმერგაზი“, ,,ბერეტა“, „სიმე“ და სხვა), თუმცა ბოლო დროს პოპულარობით სარგებლობს სამხრეთ კორეული ბრენდებიც (მაგალითად, „ნავიენი“), რომლის ხარისხიც, შეიძლება თამამად ითქვას, უფრო მაღალია, ვიდრე მისი ფასი.

რამდენად შეესაბამება გათბობის ქვაბის მართვის ფუნქციები ჩვენს მოთხოვნებს?

სასურველია, რომ გათბობის ქვაბს კომპლექტაციაში მოჰყვებოდეს თერმოსტატი, რომლის ბინის ნებისმიერ კუთხეში დამონტაჟებით გვეძლევა ბინაში ჩვენთვის სასურველი ტემპერატურის შენარჩუნების შესაძლებლობა.

უფრო კონკრეტულად კი, თუ ქვაბს კომპლექტში მოჰყვება თერმოსტატი და გადავწყვიტეთ, რომ იმ ოთახში, სადაც დავამონტაჟეთ თერმოსტატი, ტემპერატურა იყოს 22 ⁰C , თერმოსტატზე უბრალოდ უნდა მივუთითოთ 22 ⁰C. ამ ოპერაციის ჩატარების შემდეგ, როგორც კი ამ ოთახში ტემპერატურა 22 ⁰C -ზე მაღლა აიწევს, ქვაბი გაითიშება, ხოლო ტემპერატურის 22 ⁰C -ზე დაბლა დაწევისას ქვაბი ისევ ჩაირთვება. შედეგად მნიშვნელოვნად მცირდება ბუნებრივი გაზის ხარჯი.

თერმოსტატის დამონტაჟება დღეისათვის საქართველოს ბაზარზე არსებული ბევრი ბრენდის ქვაბებთან ერთად არის შესაძლებელი (ოღონდ აღნიშნულ ქვაბებს უნდა ჰქონდეთ თერმოსტატის მიერთების შესაძლებლობა). მაგრამ რადგან დღეისათვის საქართველოს ბაზარზე არსებული ქვაბებიდან თითქმის არც ერთ მოდელს თერმოსტატი კომპლექტში არ მოჰყვება, მისი შეძენისათვის საჭიროა დამატებითი ხარჯის გაწევა. ამიტომ თუ გვსურს ფინანსების დაზოგვა, ჯობია ისეთი ქვაბის შეძენა, რომელსაც ასეთი თერმოსტატი მოყვება კომპლექტში, როგორც სამხრეთ კორეულ ,,ნავიენი“-ს ბრენდის ქვაბებს.

რამდენად ეკონომიურია კონკრეტული გათბობის ქვაბი?

ეკონომიურობა დღეს უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია, თუმცა შესაძლებელია რომ ხარისხიან პროდუქტსაც დიდი საექსპლუატაციო ხარჯები ჰქონდეს და ამიტომ მოგვიწიოს მის შეძენაზე უარის თქმა.

„თერმოკომის“ სპეციალისტების განმარტებით, მათთვის ცნობილი იყო, რომ სამხრეთ კორეული წარმოების ,,ნავიენი“-ს ბრენდის ქვაბები ერთ-ერთ ყველაზე ეკონომიურ მოწყობილობად მიიჩნეოდა, თუმცა ამაში დარწმუნება თავად მოისურვეს და გასულ წელს შემდეგი ექსპერიმენტი ჩაატარეს:

ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში შეარჩიეს ტოლი ფართობისა და იდენტური კონფიგურაციის მქონე ორი ბინა და ორივე მათგანში ერთნაირი გათბობის სისტემა დაამონტაჟეს. განსხვავება იყო მხოლოდ ის, რომ ერთ ბინაში დამონტაჟდა 24 კვტ სიმძლავრის „ნავიენის“ გათბობის ქვაბი, ხოლო მეორეში - ასევე 24 კვტ სიმძლავრის სხვა პოპულარული ბრენდის გათბობის ქვაბი.

იმ ბინაში, სადაც ,,ნავიენის“ ქვაბი იყო დამონტაჟებული, თერმოსტატზე 22 ⁰C მიუთითეს, ხოლო მეორე ბინაში, სადაც სხვა ქვაბი იყო დამონტაჟებული, კედელზე დაამონტაჟეს თერმომეტრი და გათბობის სისტემაში წყლის ტემპერატურა დააყენეს 60⁰ C -ზე. ბინებში ყოველდღე მოწმდებოდა ტემპერატურა და ყოველდღიური დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ ბინაში, სადაც ,,ნავიენი“-ს ქვაბი იყო დამონტაჟებული, ტემპერატურა მერყეობდა 21⁰C -23 ⁰C -ს შორის, ხოლო მეორე ბინაში ტემპერატურა იცვლებოდა 16⁰C და 29 ⁰C - ს შორის. ამავე დროს, იმისათვის რომ შექმნილიყო რეალური ცხოვრებისეული სიტუაციის მსგავსი პირობები, მეორე ბინაში, როდესაც ტემპერატურა ნაკლები იყო 22⁰C -ზე, გათბობის სისტემაში წყლის ტემპერატურას უმატებდნენ, ხოლო როცა მეტი იყო 22⁰C - ზე, გათბობის სისტემაში წყლის ტემპერატურას აკლებდნენ. ამრიგად ამ ბინაში გათბობის სისტემის მოხმარების თვალსაზრისით, ფაქტობრივად მოდელირებული იქნა რეალობასთან ახლო ცხოვრებისეული სიტუაცია.

3 თვის შემდეგ შემოწმდა ორივე ბინის გაზის მრიცხველის ჩვენებები და აღმოჩნდა რომ იმ გათბობის სისტემამ, რომელშიც დამონტაჟებული იყო ,,ნავიენი“-ს ქვაბი, მოიხმარა 655 მ3 გაზი, ხოლო მეორე სისტემამ, რომელშიც დამონტაჟებული იყო სხვა ქვაბი, მოიხმარა 978 მ3 გაზი. ამ ციფრებს თუ თანხებში გამოვსახავთ მივიღებთ, რომ ნავიენის ქვაბმა დახარჯა 327 ლარის ღირებულების გაზი, ხოლო სხვა ქვაბმა დახარჯა 489 ლარის ღირებულების გაზი. აქედან გამომდინარე ჩანს რომ ,,ნავიენი“-ს ქვაბის მეშვეობით დაიხარჯა 30% -ით ნაკლები გაზი და გაკეთდა 162 ლარის ეკონომია. ამრიგად, ექსპერიმენტით მართლაც დადასტურდა, რომ „ნავიენი“ -ს ქვაბები სხვა გათბობის ქვაბებთან შედარებით, დაახლოებით 30%-ით ეკონომიურია.

აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სანამ გათბობის ქვაბს შევიძენთ, უმჯობესია, მისი ეკონომიურობა და სანდოობა სფეროს სპეციალისტებთან გადავამოწმოთ. ხოლო დამატებით დეტალებთან დაკავშირებით შესაძლებელია კანდელაკის 37 ნომერში „თერმოკომის“ ტექნიკოსებთან ვიზიტი ან მათთან სატელეფონო კომუნიკაცია ნომერზე: 595916283 / 2252101

პირველი დამოუკიდებელი სარეკლამო სტუდია 29 წელს ითვლის

ქინძმარაული ღვინის სოფელი - უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტი KTW Development-ისგან

BTU-ს სტუდენტების დასაქმება საერთაშორისო IT კომპანიაში Exadel