ავტორი:

თურქეთმა შავ ზღვაში გაზის დამატებითი მარაგები აღმოაჩინა - რისი იმედი აქვს ერდოღანს?

თურქეთმა შავ ზღვაში გაზის დამატებითი მარაგები აღმოაჩინა - რისი იმედი აქვს ერდოღანს?

თურქულმა კვლევითმა ხომალდმა „ფატიჰმა“ შავ ზღვაში ახალ საბადოზე ბუნებრივი აირის დამატებითი მარაგები აღმოაჩინა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

„საბადო „საკარიას“ „დუნაი1“ მონაკვეთზე დამტკიცებული რეზერვების მოცულობამ შეადგინა 405 მილიარდი კუბური მეტრი“, - განაცხადა ერდოღანმა ტელეკომპანია NTV-ს ეთერში.

მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ამ საბადოზე მარაგები შეადგენდა 320 მილიარდ კუბურ მეტრს.

ერდოღანის აზრით, ეს აღმოჩენა შეამცირებს თურქეთის დამოკდიებულებას უცხოურ გაზზე.

„ეს ნიშნავს, რომ ბუნებრივი აირი გაიაფდება თურქებისთვის, ჩვენ შეგვიძლია ეს მომსახურება ჩვენს ერს უფრო იაფად შევთავაზოთ. ჩვენი მიზანია, ეს გაზი ჩვენი ხალხისთვის ხელმისაწვდომი გახდეს 2023 წლიდან“, - განაცხადა ერდოღანმა.

ამასთან, მანვე დასძინა, რომ ანკარა განაგრძობს ნახშირწყალბადის საბადოების ძიებას როგორც შავ, ასევე ხმელთაშუა ზღვაზე. წაიკითხეთ სრულად

"საქართველოში ყველანაირი ჰესი უნდა აშენდეს! არა ჰესებს, ნიშნავს არა ქვეყნის მომავალს, თუმცა ეს არ ნიშნავს ცუდი პროექტების მხარდაჭერას" - რას წერს რომან გოცირიძე

დღეიდან, საქართველოს 93-ვე დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა მიღება განახლდა - როდის გაიხსნება სეზონი აჭარაში?

რა თანხა დაიხარჯა კოვიდპაციენტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე პანდემიის დაწყებიდან დღემდე - ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები