ავტორი:

პანდემიის მიუხედავად, სკოლებში სასადილო არ დაიხურება

პანდემიის მიუხედავად, სკოლებში სასადილო არ დაიხურება

შრომის ინსპექციამ სასწავლო წლის დაწყებამდე 2800-მდე როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლის კვების ობიექტები უნდა შეამოწმოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განუცხადა, ამ დროის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, შრომის ინსპექციამ, მომართვის საფუძველზე უკვე შეამოწმა სასადილოების ნაწილი. მათ მიერ შემოწმებული ბუფეტებიდან, 350-მდე სკოლის კვების ობიექტს ფუნქციონირების ნებართვა მიეცა. შემოწმებულ 30-მდე სასადილოს კი დარღვევების გამოსწორება და შემდეგ განმეორებით შემოწმება დასჭირდება.

ბექა ფერაძის თქმით, ისინი სკოლის ბუფეტების შემოწმებისას იმ პროტოკოლით ხელმძღვანელობენ, რომელიც საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვისაა დაწესებული.

მისივე თქმით, სასადილოების შემოწმებაში შრომის ინსპექციასთან ერთად სურსათის ეროვნული სააგენტოცაა ჩართული. რეგიონებში კი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, შემოსავლების სამსახური და სოციალური მომსახურების სააგენტო.

„სკოლის სამზარეულო უნდა იცავდეს სპეციალური წესებს, მაგიდაზე 6 ადამიანის დაჯდომაა ნებადართული, აუცილებელია მაგიდების ხშირი დეზიფექცია, არ შეიძლება გადასაფარებლები, ის უნდა იყოს ან ერთჯერადი ან საერთოდ არ უნდა გამოიყენებოდეს. აუცილებელია შესაბამისი დისტანცია. სამზარეულოს მიმართაც დადგენილია პროტოკოლი, რა ტემპერატურაზე უნდა ირეცხებოდეს ჭურჭელი და ა.შ“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

"გუკამ ბაკურიანში შვილებთან ერთად დაისვენა, მათთან ერთად იყო ლელას და გიგის ბიჭი" - შეურიგდა თუ არა ლელა კილაძე საპატიმროდან გამოსულ ქმარს?

"სიმპტომი არავის აქვს, ყველა გადასარევად გრძნობს თავს..." - "ტვ პირველის" თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ

რამდენი გაკვეთილი უნდა ჩატარდეს დისტანციურად დღეში და როგორი უნდა იყოს მათი ხანგრძლივობა - განათლების მინისტრმა წესები და პირობები დაამტკიცა