ავტორი:

კორონავირუსი სარიტუალო დარბაზ "აჭარას" თანამშრომელს დაუდასტურდა - ბოლოს ის 300 კაციან ქორწილს დაესწრო

კორონავირუსი სარიტუალო დარბაზ "აჭარას" თანამშრომელს დაუდასტურდა - ბოლოს ის 300 კაციან ქორწილს დაესწრო

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის სარიტუალო დარბაზ "აჭარას" თანამშრომელია.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ინფიცირებული პირი სამსახურში ბოლოს 3 სექტემბერს იმყოფებოდა, როდესაც 300 ადამიანის დასწრებით ქორწილი გაიმართა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტს ეპიდემიოლოგები სწავლობენ და სარიტუალო დარბაზის თანამშრომელთა ტესტირება იგეგმება.

"ინფიცირებული პირი კლინიკაშია მოთავსებული. სარიტუალო დარბაზს გაეცა რეკომენდაციები და სპეციალისტები ფაქტს სწავლობენ.

ჩვენ ვგეგმავთ ყველა თანამშრომლის ტესტირება, კორონავირუსის პრევრნციის მიზნით",- აცხადებენ უწყებაში

რამდენი გაკვეთილი უნდა ჩატარდეს დისტანციურად დღეში და როგორი უნდა იყოს მათი ხანგრძლივობა - განათლების მინისტრმა წესები და პირობები დაამტკიცა

"ცოტნესთვის თანხების მოგროვება არის პროვოკაცია და ამორალიზმი" - გიორგი გამსახურდია დედის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას უარყოფს

ბათუმში კორონავირუსი სავაჭრო ცენტრ "ნოვას" მოლარე-ოპერატორს დაუდგინდა