ავტორი:

ბათუმში კორონავირუსი სავაჭრო ცენტრ "ნოვას" მოლარე-ოპერატორს დაუდგინდა

ბათუმში კორონავირუსი სავაჭრო ცენტრ "ნოვას" მოლარე-ოპერატორს დაუდგინდა

ბათუმში სავაჭრო ცენტრ "ნოვაში" ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსი მოლარე-ოპერატორს დაუდასტურდა, იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სპეციალისტები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავაჭრო ცენტრ "ნოვას" ყველა თანამშრომელს ნიმუშს აუღებენ.

ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრი დაკეტილია და ტესტის პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი, განაახლებენ თუ არა მუშაობას.

"ტესტირების პასუხის შემდეგ გავაგრძელებთ მუშაობას, ვიდრე ჩატარდება ტესტირებები, სერიოზულ გართულებებს არ ველოდებით. რადგან ზომები დაცული იყო ",- აცხადებენ სავაჭრო ცენტრ "ნოვას" ადმინისტრაციაში.

კორონავირუსი სარიტუალო დარბაზ "აჭარას" თანამშრომელს დაუდასტურდა - ბოლოს ის 300 კაციან ქორწილს დაესწრო

ყველა, ვისაც 5 სექტემბრის შემდეგ კონტაქტი ჰქონდა, ლევან გოგიჩაიშვილთან, თვითიზოლაციაში გადავა - რა განცხადებას ავრცელებს პარლამენტი

ქუთაისში კორონავირუსი სკოლის თანამშრომელს დაუდასტურდა - კონტაქტში მყოფი მასწავლებლები თვითიზოლაციაში არიან