ავტორი:

"საპატარძლო ტირის, სასიძო იგინება... სასიმამრო ჩაციებული ღვინის ბედს არკვევს" - ზურა შევარდნაძე შეზღუდვების გამო გადადებულ ქორწილზე

"საპატარძლო ტირის, სასიძო იგინება... სასიმამრო ჩაციებული ღვინის ბედს არკვევს" - ზურა შევარდნაძე შეზღუდვების გამო გადადებულ ქორწილზე

დღეიდან იუბილეეების, ქორწილების, ქელეხების გამართვა იკრძალება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თავად ქორწინების, როგორც აქტის გაფორმება აკრძალული არაა და შეზღუდვა მხოლოდ ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებულ ნაწილს შეეხება. კერძოდ, ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10 პირს არ უნდა აღემატებოდეს.

როგორც გაირკვა გადაწყვეტილების შემდეგ უამრავი ადამიანის გეგმა შეიცვალა, მათ შორის წყვილების, რომლებიც უახლოეს პერიოდში ქორწილს აპირებდნენ. ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე ერთ-ერთ ასეთ წყვილზე წერს, რომლებიც ბედნიერი დღის აღნიშვნას "გარდენიაში" გეგმავდნენ.

"დღეს ქორწილი უნდა გვქონოდა, კოხტად მორთულ მოკრუჭუნებული. ერთი თვეა, ვათანხმებთ, ვუთანხმებთ, ვწერთ და ვკითხულობთ. გუშინ შუადღეს ვიგებთ, რომ არ გვაქვს უფლება. ხარჯი გაწეული, თითქმის ყველაფერი ნაყიდი, ასორმოცდაათ სტუმარს ეპატიჟებოდა ახალადშექმნილი, ძალიან სიმპათიური ოჯახი. საპატრაძლო ტირის, სასიძო იგინება, ოიიიი როგორ უწმაწურად იგინება.. სასიმამრო ჩაციებული ღვინის ბედს არკვევს, სადედამთილო ძნებად მოზიდული შეკვეთილი ყვავილის. საქმეა ახლა ეს?

ვეჭვობ, შაბათის, კვირის და ყველა დაზამთრებამდე დაგეგმილი წვეულებებიც აღარ გამოვა. ყვავილი უკვე დავარიგეთ, არც საჭმელ-სასმელს ვიზარალებთ, შემოვუსხდებით მე და ჩემი თანამშრომლები, უსამსახუროდ დარჩენილი მომსახურე პერსონალი და მოვილხენთ.

არც მექორწილე ოჯახს ვაზარალებთ და არც არავის ვალში არ დავრჩები მაგრამ სწორია ასე? ორი დღით ადრე მაინც, რომ მცოდნოდა ახალი რეგულაციის შესახებ ასე არ ვიზარალებდით. რაცაა ისაა, მთავარია ჯანმრთელად ვიყოთ ყველა, მექორწილეც, სტუმარიც, ამ წესის დამდგენიც და ჩვენც.

უქორწილოდ დარჩენილი, მოწყენილი წყვილი კი დღეს ფოტოგრაფთან ერთად მოვა, რომ ჩვენს ბაღში გადაღებული ფოტოები სამახსოვროდ დარჩეს", - წერს შევარდნაძე.

ლალი მოროშკინა კლინიკებს ვერცხლისებრი ევკალიპტის სადეზინფექციო ხსნარებით ამარაგებს

"დღეს მაქვს სიცხე, სულით არ ვეცემი, ხვალ მეორე ტესტი უნდა ჩავაბარო..." -  რა ვიდეოს ავრცელებს მაია ასათიანი, რომელიც თვითიზოლაციაშია

"ორივე ფილტვზე ანთება აქვს და არის სრულიად უსიმპტომო. ამბობს მატყუებთ, არ მჭირს კორონაო, გარბის და იჭერენ" - რას წერს ინფიცირებული ჟურნალისტი