ავტორი:

"ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია, ბუბამ სცენიდან გაოგნებულმა გამოიხედა" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი კიკაბიძის შესრულებულ "თბილისოზე"

"ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია, ბუბამ სცენიდან გაოგნებულმა გამოიხედა" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი კიკაბიძის შესრულებულ "თბილისოზე"

"ნაციონალური მოძრაობის" წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოალიანი ბუბა კიკაბიძის მიერ ნახევრად რუსულად შესრულებულ "თბილისოზე" განმარტებას "ფეისბუქზე" აქვეყნებს.

როგორც ის წერს, ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია.

"სინამდვილეში ამბავი იყო ასე. ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია. ბუბა რისი ბუბაა რომ გამოვიდეს და სხვისკენ გაიშვიროს ხელი. ჰოდა, თავის თავზე აიღო, ვითომ არაფერი. სინამდვილეში სცენიდან ყველაზე გაოგნებულმა გამოიხედა, როცა მიხვდა სხვის შეცდომას.

ბუბა კიკაბიძემ ყველაზე კარგად იცის, როგორ არ უნდა უმღეროს რუსებს" - წერს ჟორჟლიანი.

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება თავად ბუბა კიკაბიძემაც გააკეთა.

"ჩემ ცხოვრებაში ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, ამდენი ხალხი როა. ზარებმა დარეკეს, რომ ბუბამ რატომ იმღერა ორი კუპლეტი "თბილისო", რუსულადო. ვუთხარი, რომ გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ ჩვენ",- აღნიშნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა.

ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიამ“ აქცია გაიმართა. აქცია სიის პირველმა ნომერმა ბუბა კიკაბიძემ გახსნა და ადგილზე შეკრებილი ამომრჩევლისთვის რამდენიმე ცნობილი ჰიტიც შეასრულა. მათ შორის იყო "თბილისოც", რომლის ნაწილი რუსულად იმღერა.

აქციაზე მისულ მოსახლეობას "გაერთიანებული ოპოზიციის" ლიდერები სიტყვით მიმართეს. აქციის ორგანიზატორებმა მხარდამჭერებისა და აქციის მონაწილეებისთვის მოედანზე სკამები მათი დისტანცირების მიზნით განათავსეს.

აქციაზე მისულები თერმოსკრინინგი გაიარეს, მათ პირბადეებიც დაურიგეს და მათი გამოყენებისკენ მოუწოდეს.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით შეუერთდნენ მხარდამჭერები რეგიონებიდან.

"თუ გამომიცხადებია, რომ კეთილი ანონიმი ჩემს სტუმარს დაეხმარა, ხშირ შემთხვევაში ეს გოგო ყოფილა" - რას წერს ჟორჟოლიანი სოფო ჭყონიაზე?

მამუკა ბახტაძე შვილთან ერთად - ფოტო ექსპრემიერის "ინსტაგრამიდან"

ნანუკა გუდავაძე იუბილარია - როგორ ულოცავს ბერა ივანიშვილი მეუღლეს დაბადების დღეს (ვიდეო)