ავტორი:

აშშ-ის დასავლეთ ნაწილში უპრეცედენტო ხანძარი მძვინვარებს - კვამლის გამო სან-ფრანცისკოს რეგიონში ცამ ნარინჯისფერი შეფერილობა მიიღო

აშშ-ის დასავლეთ ნაწილში უპრეცედენტო ხანძარი მძვინვარებს - კვამლის გამო სან-ფრანცისკოს რეგიონში ცამ ნარინჯისფერი შეფერილობა მიიღო

"უპრეცედენტო ხანძარი აშშ-ს დასავლეთ ნაწილში", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა "ალ ჯაზირა", რომელშიც ვკითხულობთ, რომ აშშ-ს მთელი დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ, ქარი ცეცხლს ორეგონში, ვაშინგტონსა და კალიფორნიაში ავრცელებს.

იმის გამო, რომ ქარი 80 კმ/სთ სიჩქარით ქრის, ცეცხლი ორეგონის დიდ ნაწილზე და მეზობელ ვაშინგტონის შტატში გადავიდა - ადგილებში, სადაც ჩვეულებრივ, ასეთი ხანძრები გრილი და სველი კლიმატის გამო არ გვხვდება.

ორეგონის გუბერნატორის, ქეით ბრაუნის თქმით: "ამ ხანძარმა შეიძლება, ყველაზე დიდი დანაკარგი მოიტანოს ადამიანთა სიცოცხლისა და ქონების კუთხით შტატის ისტორიაში".

ორეგონში მეხანძრეებმა უკონტროლო ხანძარი ცოტათი შეაკავეს, მოხდა მოქალაქეების ევაკუაცია - მთ სახლების დასატოვებლად, მხოლოდ რამდენიმე წუთი ჰქონდათ.

ვაშინგტონის შტატში ხანძარმა ერთი წლის ბიჭის სიცოცხლე შეიწირა, მისმა მშობლებმა კი, გაქცევის მცდელობისას, სერიოზული დამწვრობა მიიღეს.

როგორც ვაშინგტონის შტატის გუბერნატორმა, ჯეი ინსლიმ აღნიშნა, 24 საათის განმავლობაში, შტატში მინიმუმ 133 546 ჰექტარი მიწა დაიწვა.

აშშ-ს დასავლეთში ცეცხლის დაახლოებით 100 კერა მძვინვარებს, 28 მათგანი კალიფორნიაშია, სადაც დაახლოებით 930 800 ჰექტარი მიწა დაიწვა.

კალიფორნიის შტატში ხანძარს 14 0000-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის, 18 ეროვნული ტყე კი, "უპრეცედენტო და ისტორიული სახანძრო პირობების" გამო დაიხურა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ხანძრის შედეგად გაჩენილი კვამლის გამო სან-ფრანცისკოს რეგიონში ცამ ნარინჯისფერი შეფერილობა მიიღო.

წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთისთვის ხანძრები უცხო არაა, მაგრამ მათგან ყველაზე დიდი ცეცხლი ძირითადად რეგიონის აღმოსავლეთსა და სამხრეთს აზიანებდა, სადაც კლიმატი ბევრად ცხელი და მშრალია.

19 წლის შემდეგ - დასრულდა თუ არა 9/11-ის ერა?

რომის პაპი: "ჭამა და სექსი ღვთის მიერ გამოგზავნილი ღვთიური სიამოვნებებია"

აშშ-ში "აპოკალიფსი დადგა" - შემზარავი ფოტოები და ვიდეო შტატებიდან, სადაც უპრეცედენტო ხანძარს ებრძვიან