ავტორი:

ქორწილში სტუმრები ქუთაისიდან და ცაგერიდან იმყოფებოდნენ -  რატომ დაიკეტა რესტორანი "მრავალჟამიერი"?

ქორწილში სტუმრები ქუთაისიდან და ცაგერიდან იმყოფებოდნენ -  რატომ დაიკეტა რესტორანი "მრავალჟამიერი"?

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისში გამართულმა ერთმა ქორწილმა კორონავირუსის გავრცელების 5 კლასტერი შექმნა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს მრავალრიცხოვანი წვეულება რესტორან "მრავალჟამიერში" გაიმართა, რის შემდეგაც კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა.

მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რესტორანი დაკეტილია. მისი დაკეტვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მთავრობამ მოკლე ტექსტური შეტყობინებები გააგზავნა იმის შესახებ, რომ თუკი ვინმე იმყოფებოდა ამ რესტორანში, საკუთარი მონაცემები, უსაფრთხოების მიზნით, გადაემოწმებინათ. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ და რესტორნის ყველა თანამშრომლის მონაცემები ლაბორატორიაშია გაგზავნილი.

Ambebi.ge ცდილობს "მრავალჟამიერის" ადმინისტრაციასთან დაკავშირებას, მაგრამ ამ დრომდე ეს არ მოხერხდა. ჩვენი ინფორმაციით, ქორწილში სტუმრები ქუთაისიდან და ცაგერიდან იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, ქუთაისშიც და ცაგერშიც ვირუსის გავრცელების ახალი კერები გაჩნდა. დღესვე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ცაგერის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი - ორბელი და ლაჯანა ჩაიკეტა.

გორში კორონავირუსი 8 პირს დაუდასტურდა

გურიაში კორონავირუსი 4 პედაგოგს დაუდასტურდა

"ჯოჯოხეთური ვირუსია, ცუდად ვარ. სისულელეა, რომ არ არსებობს" - თაკო ჩარკვიანი მის მდგომარეობასა და ინფიცირების შესაძლო წყაროზე