ავტორი:

"ჯოჯოხეთური ვირუსია, ცუდად ვარ. სისულელეა, რომ არ არსებობს" - თაკო ჩარკვიანი მის მდგომარეობასა და ინფიცირების შესაძლო წყაროზე

"ჯოჯოხეთური ვირუსია, ცუდად ვარ. სისულელეა, რომ არ არსებობს" - თაკო ჩარკვიანი მის მდგომარეობასა და ინფიცირების შესაძლო წყაროზე

პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებელს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი 2 დღის წინ დაუდასტურდა. პოლიტიკოსი ვარაუდობდა, რომ ვირუსი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო, რომელთან ერთადაც ერთ გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა. თუმცა დღეს უკვე ფიქრობს, რომ მისი და მისი მეუღლის დაინფიცირება უფრო ადრე მოხდა.

ცოტა ხნის წინ, პოლიტიკოსმა პალატიდან კადრები გამოაქვეყნა, სადაც საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

თაკო ჩარკვიანს ინფექციურში დავუკავშირდით, სადაც უკვე ორი დღეა მეუღლესთან ერთად წევს. პოლიტიკოსს საკმაოდ მძიმედ გამოხატული სიმპტომები აქვს - მუდმივი ხველა და დაღლილობის შეგრძნება. თუმცა საკუთარ თავზე მეტად ნერვიულობს დედაზე, რომელიც 85 წლის ასაკში კორონავირუსის დიაგნოზით რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში წევს.

- დიახ, ჯოჯოხეთური ვირუსია, ცუდად ვარ. მე ინფექციურში ვწევარ და ამ ეტაპზე ყველაზე მეტად რაც მანადგურებს დედაჩემის მდგომარეობაა, რომელიც რესპუბლიკურში, რეანიმაციაში წევს. 85 წლის არის, ჯერჯერობით არ არის დამძიმებული, მაგრამ რადგან ასაკი აქვს, რისკია.

- მეუღლე როგორ გრძნობს თავს?

- არა უშავს, ერთად ვართ საავადმყოფოში.

- თაკო, თქვენ ძმაზე გკითხავთ, მამუკას თუ ჩაუტარდა ტესტირება?

- საბედნიეროდ, მასთან არ მქონია კონტაქტი, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, რომ ავცდით ერთმანეთს. ზაფხულში წასული იყო და მე არჩევნების გამო ვერ ვკონტაქტობდი. ტესტი მაინც გაუკეთეს მამუკას და საღამოს იქნება პასუხი.

- თაკო, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა ვირუსის არსებობის?

- სისულელეა, თავიდან ამოიგდონ, რომ ვირუსი არ არსებობს. ეს არის ძალიან მძიმე ვირუსი. რა თქმა უნდა, ყველაფერის გადატანა შესაძლებელია, მაგრამ ვირუსი არსებობს და არის უმძიმესი.

- რა გაირკვა, თქვენ ნამდვილად ლევან გოგიჩაიშვილის მიკროფონით გადმოგედოთ?

- ვერ ვარკვევთ, უფრო შორს მივდივარ. უფრო ადრე მოხდა, ჯონი უკვე პირველ სექტემბერს ცუდად გრძნობდა თავს, მაგრამ ორივეს შეგრძნება გვქონდა, რომ მოწამლულები ვიყავით, თითქოს ენტეროვირუსი გვქონდა. ხველა ოთხი დღეა, რაც დამეწყო.

„თეგეტა მოტორსი“ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის ჰაკათონს გამართავს

"ცოტნე არის ადამიანი, რომელსაც დედა უყვარს და დედას უყვარს" - რას ამბობს ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მსხიობი სოფო ჯაბაური

"კორონავირუსით გარდაცვლილი 9 პაციენტიდან 5 აჭარაში მკურნალობდა" - მარინა ენდელაძე