ავტორი:

"ფილტვზე ანთების კერა გაჩნდა, ინტენსიური დაკვირვების ქვეშ ვარ" - როგორია ლევან გოგიჩაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ფილტვზე ანთების კერა გაჩნდა, ინტენსიური დაკვირვების ქვეშ ვარ" - როგორია ლევან გოგიჩაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ფილტვზე პატარა ანთების კერა გაჩნდა, ინტენსიური დაკვირვების ქვეშ ვარ, - ამის შესახებ კორონავირუსით ინფიცირებულმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე ის თვითიზოლაციაში გადავიდა.

„ფილტვზე პატარა ანთების კერა გაჩნდა, ინტენსიური ყურადღების და დაკვირვების ქვეშ ვარ. ჯერჯერობით ისევ ისე ვარ, როგორც გუშინ ვიყავი, უბალოდ ანთების კერა დამემატა ფილტვზე. ძალიან ვნერვიულობ იმ ადამიანებზე, ვინც შესაძლოა, ჩემგან დაინფიცირდეს. ძალიან ვნერვიულობ იმ ადამიანებზე, ვისაც ჩემთან 6 სექტემბრიდან ჰქონდა კონტაქტი. ჩემი კონტაქტების დარდი მაქვს“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა მის შვილებსაც, რომლებსაც ინფექცია არ დაუდასტურდათ.

ცნობისთვის, ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს კორონავირუსი 2 დღის წინ დაუდასტურდათ. დეპუტატი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი ვიკა ბუკია ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ.

გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას აცხადებენ პარტიაში

"ივანიშვილმა იცის, რომ საარჩევნოდ გახარია მოუტანს ყველაზე მეტ შედეგს... მერე შეხედავს, თუ ძალიან გაღიზიანდება, მოხსნის"

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"