ავტორი:

გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას აცხადებენ პარტიაში

გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას აცხადებენ პარტიაში

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" აღმასრულებელ მდივანს, გედევან ფოფხაძეს კოვიდ19 დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მაღალი ტემპერატურით შევიდა.

„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შემდგომ, ადასტურებს, რომ პარტიის აღმასრულებელ მდივნის, გედევან ფოფხაძეს" ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა," - აცხადებენ პარტიაში.

ცნობისთვის, ამავე პარტიის პოლიტიკურ მდივანს ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კოვიდ19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" ლიდერები ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ქუთაისში "პატრიოტთა ალიანსის" აქციაზე ბორში მიიტანეს - "ეს ქალაქი არ უჭერს მხარს ანტიდასავლურ, მოძალადე პოლიტიკურ პარტიას"

"ივანიშვილმა იცის, რომ საარჩევნოდ გახარია მოუტანს ყველაზე მეტ შედეგს... მერე შეხედავს, თუ ძალიან გაღიზიანდება, მოხსნის"

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"