ავტორი:

როგორია წარმატებული გაყიდვების საიდუმლო? - პირველი ქართული წიგნი გაყიდვებზე

როგორია წარმატებული გაყიდვების საიდუმლო? - პირველი ქართული წიგნი გაყიდვებზე

წარმატებული გაყიდვების საიდუმლოს ამოხსნა მარტივი ნამდვილად არააა და სპეციალისტებიც ერთხმად აღნიშნავენ, რომ პასუხი ერთი კონკრეტული ფორმულა არ გახლავთ და არც ერთგვაროვანი სამოქმედო გეგმა არსებობს. რჩევა და რეკომენდაცია მრავალგვარია; მსოფლიოს მასშტაბით, გამოცემულია არაერთი სტატია და წიგნი, რომელიც ბიზნესებს გაყიდვების ზრდაში ეხმარება. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თითოეული რჩევა და ფორმულა კონკრეტულ საზოგადოებასა და მის მოთხოვნებზეა მორგებული. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებობს ქართველი ავტორის მიერ შექმნილი წიგნი გაყიდვებზე არასტანდარტული დასახელებით - „ანტი გაყიდვები“. ის სრულად ქართულ რეალობაზეა მორგებული და მკითხველს იმ კონკრეტულ რჩევებს სთავაზობს, რაც საქმიანობის სწორად დაგეგმვასა და მომხმარებლამდე პროდუქტისა თუ მომსახურების ისე მიტანაში ეხმარება, რომ კარგად გაიყიდოს.

„საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ დამფუძნებლისა და ტრენერის, დავით ჩიკვაიძის „ანტი გაყიდვები“ გასულ წელს გამოიცა. წიგნი გამომცემლობა „პალიტრა L-ის" პროექტში „ლურჯი ოკეანე“ ერთიანდება. ავტორი მკითხველს დეტალურად უხსნის არა იმას, თუ როგორ უნდა გაყიდოს, არამედ იმას, თუ როგორ არ უნდა გაყიდოს პროდუქტი, რადგან ავტორის პრაქტიკამ აჩვენა, რომ უფრო მნიშნელოვანია, ადამიანმა იცოდეს, თუ რა არ მუშაობს.

„გაყიდვებს არ უყვარს დოგმები და ჩარჩოები. ამიტომაც, გაყიდვების სწავლა ერთი კონკრეტული ფორმულით ვერ მოხდება. თუმცა ერთი რამ ცხადია, ადამიანები მწარე გამოცდილებით უფრო ვსწავლობთ ცხოვრებაშიც და გაყიდვებშიც. სწორედ ეს გახდა მოტივაცია იმისა, რომ დამეწერა წიგნი ანტიგაყიდვებზე. მასში არაერთი საკითხია განხილული და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ნეთვორქინგი, რომელიც დღეს მეტად აქტუალური გახდა. როდესაც გარშემო კრიზისია და ანალოგიური ვითარებაა მსოფლიოში, ბევრ კომპანიას შეუმცირდა გაყიდვები. ამიტომ, აქტუალურია საკითხი, თუ როგორ უნდა გავყიდოთ მეტი და არა ის, თუ ზოგადად როგორ გავყიდოთ. ამ დროს კი განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება ნეთვორქინგს“, - განმარტავს დავით ჩიკვაიძე.

წიგნში „ანტი გაყიდვები“ ნეთვორქინგის შესახებ თავში ვკითხულობთ, რომ ადამიანების სამი ტიპი არსებობს: გულუხვი, წამგლეჯი და გამთანაბრებელი. საინტერესო კვლევები ჩატარდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა კავშირია ადამიანის წარმატებასა და ამ ტიპებად დაყოფას შორის. როგორც დადგინდა, ყველაზე წარმატებულებიცა და ყველაზე წარუმატებლებიც გულუხვები არიან. ეს არის ადამიანის ტიპი, რომელიც ყოველთვის ყველას ეხმარება, მაგრამ არ ელოდება სანაცვლოს. გულუხვები ანუ გამცემები იყოფიან ორ კატეგორიად: პირველ ჯგუფს, რომლებიც არ არიან წარმატებულები, ერთი დიდი მინუსი უშლის ხელს. ისინი გასცემენ ბევრს, თუმცა საკუთარი თავის ხარჯზე, არ აქვთ საკუთარი ამბიციები და არ ზრუნავენ საკუთარ თავზე. მეორე ტიპის გულუხვები კი გასცემენ და სხვებსაც ეხმარებიან, თუმცა აქვთ საკუთარი გრძელვადიანი კონკრეტული გეგმები, რომლის შესრულებისთვისაც ყველაფერს აკეთებენ. სწორედ ასეთი ადამიანები არიან დღეს ყველაზე წარმატებულები, ვკითხულობთ წიგნში.

ჩიკვაიძის განმარტებით, ის თუ როგორი ტიპის ადამიანი ჩამოყალიბდები, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გარემოში იზრდები.

ნეთვორქინგისა და ამ კონკრეტული მოცემულობის გარდა, წიგნში „ანტი გაყიდვები“, კიდევ არაერთი საინტერესო და სასარგებლო საკითხია განხილული, რომელიც სრულად ქართული რეალობიდანაა გამოსული და რჩევებიც ქართულ საზოგადოებაზეა მორგებული.

„დიდი ვიზუალური ენციკლოპედია“  ყველასთვის  - გაზეთ  "კვირის პალიტრასთან" ერთად

სხვანაირი წიგნის 8 ალტერნატიული დასასრული გამოსულია! - რა საინტერესო თავგადასავალი ელის "ფენიქსის" მკითხველს

„ყველა იუნგას - კაპიტნობა სურს“ – დავით ჩომახიძის გზა იუნგობიდან კაპიტნობამდე ანუ ლიტერატურული კონკურსიდან გამოცემულ წიგნამდე