ავტორი:

რას ამბობს ქეთი ხატიაშვილი რაგბიდან "ოცნების" საპარალამენტო სიაში მოხვედრილ დავით კაჭარავაზე - ცნობილი წყვილის "ლავსთორი" დასრულდა?

რას ამბობს ქეთი ხატიაშვილი რაგბიდან "ოცნების" საპარალამენტო სიაში მოხვედრილ დავით კაჭარავაზე - ცნობილი წყვილის "ლავსთორი" დასრულდა?

ორი დღის წინ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კაჭარავამ სანაკრებო და საკლუბო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. კაჭარავამ მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ასევე რაგბის ფედერაციის ყველა თანამშრომელს, კლუბ "ყოჩებს", მის პრეზიდენტს გუგა გეგენავას და მწვრთნელებს.

კაჭარავას გადაწყვეტილება მოულოდნელი და გულდასაწყვეტი აღმოჩნდა მისი გულშემატკივრებისა და სპორტული საზოგადოებისთვის, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, რომ სპორსტმენმა კარიერის გაგრძელება პოლიტიკაში გადაწყვიტა.

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა. პარტიის რჩეულთა შორის საქართველოს კალათბურთის ნაკრების ყოფილი წევრი, ვიქტორ სანიკიძე და საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი წევრი დავით კაჭარავა აღმოჩნდნენ. მართალია, ქართველი საზოგადოებისთვის სპორტსმენების წასვლა პოლიტიკაში, უცხო არ არის, მაგრამ კაჭარავას გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაწყვიტა გული გულშემატკივარს.

გარდა წარმატებული სპორტული კარიერისა, მორაგბეს საინტერესო პირადი ცხოვრება აქვს. 2007 წელს ანკა დუნდუაზე იქორწინა.

კაჭარავას უცხოეთში ცხოვრებისას მეუღლე და ერთადერთი შვილი ნიკოლოზი თან ჰყავდა, მორაგბე განსაკუთრებულად იხსენებდა საფრანგეთში გატარებულ წლებს.

2018 წელს კი მორაგბე უკვე ახალ სიყვარულთან ერთად გამოჩნდა. ოჯახის დანგრევის შემდეგ, მისი რჩეული ტანმოვარჯიშე და პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული ქეთი ხატიაშვილი გახდა. თავიდან წყვილი ჟურნალისტებთან საუბრისგან თავს იკავდნენ, თუმცა ერთი წლის წინ, ქეთიმ ambebi.ge-სთან საკუთარ გრძნობებზე გულახდილად ისაუბრა.

"მე და დათომ ერთმანეთი გადაღებებზე გავიცანით. თავიდანვე არ დაწყებულა ჩვენი ურთიერთობა, დაახლოებით ერთი წელი, მხოლოდ გამარჯობის დონეზე ვიცნობდით ერთმანეთს. ნელ-ნელა გაჩნდა სიმპათია და მას შემდეგ ერთად ვართ. კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან ჩვენს შვილებსაც და ეს მიხარია. დათო ყველაფერში გვერდით მიდგას, მართალია საქართველოში ხშირად არ არის, რადგან საზღვარგარეთ თამაშობს, თუმცა ყოველთვის ვგრძნობ მის გვერდით დგომას და ეს მსიამოვნებს. რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს პრობლემა არაა. როცა ურთიერთგაგებაა ორ ადამიანს შორის, სიშორე პრობლემა არაა...“ - ამბობდა მაშინ ქეთი.

უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც ქეთი ხატიაშვილის "ინსტაგრამის" გვერდიდან შეყვარებულთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო გაქრა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ მორაგბე ცნობილ ტანმოვარჯიშეს დაშორდა. თუმცა დავით კაჭარავა ჯერჯერობით საკუთარი გვერდიდან ქეთისთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტოების წაშლას არ ჩქარობს.

მორაგბის პოლიტიკაში წასვლის შემდეგ შევეცადეთ გაგვერკვია, რა ურთიერთობა აქვთ ახლა კაჭარავა-ხატიაშვილის წყვილს და ინტერვიუს ჩასაწერად ტანმოვარჯიშეს დავურეკეთ.

- ქეთი, ambebi.ge-დან გირეკავთ, ნახეთ, ხომ "ქართული ოცნების“ პირველი ოცეულის წარდგენა?

- დიახ და ამ თემაზე არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ.

- ჩვენი ინფორმაციით, დაშორდით დავით კაჭარავას...

- ჩვენ ხომ არ გვაქვს ინტერვიუ და ნუ მეკითხებით...

- საერთო ფოტოები წაშლილი გაქვთ "ინსტაგრამზე", აღარ ხართ ერთად?

- არ მინდა მაგ თემაზე საუბარი, ორი დღის წინაც დამირეკა ჟურნალისტმა და თავს ვიკავებ ამაზე საუბრისგან. თქვენ როგორც გინდათ, ისე დაწერეთ. თუ პირადზე გინდათ ლაპარაკი, გეტყვით, რომ ამაზე მე და დათო არ ვსაუბრობთ.

20%-იანი ფასდაკლება ხარისხით ცნობილი ბრენდების სათამაშოებზე - არ გამოგრჩეთ, მშობლებო!

"დევნას არასდროს არავის დავუწყებ. არც ის მომწონს, მე რომ დამდევენ" - რატომ ვერ უყურებს ნანკა კალატოზიშვილი ეკრანზე საკუთარ თავს

"ჩვენთვის ყველანაირი შემოსავლის წყარო გაწყდა... მინდა, რომ სამუშაოს საშუალება მომცენ, არ მჭირდება არანაირი დახმარებები"