ავტორი:

„თეგეტა მოტორსი“ - ბათუმის ფილიალებში კოვიდ ინფიცირების შემთხვა არ დაფიქსირებულა

„თეგეტა მოტორსი“ - ბათუმის ფილიალებში კოვიდ ინფიცირების შემთხვა არ დაფიქსირებულა

„თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალებში კოვიდ ინფიცირების შემთხვა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თეგეტა მოტორსიდან“ აცნობეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიის თანამშრომლები სრულად არიან უზრუნველყოფილნი ვირუსის გავრცელებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით.

„აჭარის რეგიონის “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” წარმომადგენლის მიერ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროთი გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აჭარის რეგიონში, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში დაფიქსირდა კოვიდ ინფიცირების შემთხვევა, არ შეესაბამება სიმართლეს. “თეგეტა მოტორსი”, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ფილიალების, ასევე სათაო ოფისისა და შენობა ნაგებობების დეზინფექცია. კომპანიის თანამშრომლები სრულად არიან უზრუნველყოფილნი ვირუსის გავრცელებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად“ ,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

NS

"გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა" - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება ლაგოდეხში ინფიცირებული მამაკაცის გარდაცვალებაზე

ვინ არის "ოცნების" სიის 71-ე ნომერი, რომელმაც კომოს ტბაზე ქართველ მაღალჩინოსნებს უმასპინძლა - მილიონერი ბარვენაშვილის ოჯახი და ქონება

დავით ხვიბლიანი არ აპირებს უჩივლოს მათ, ვინც გაავრცელა ინფორმაციია, რომ ის ბანკზე თავდამსხმელის თანამზრახველია