ავტორი:

32 წლის ქალმა ლეღვის ფოთლის ნახარშით 35%-იანი დამწვრობა მიიღო - "წელს ეს მეოთხე შემთხვევაა"

32 წლის ქალმა ლეღვის ფოთლის ნახარშით 35%-იანი დამწვრობა მიიღო - "წელს ეს მეოთხე შემთხვევაა"

32 წლის ქალმა ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობა მიიღო. ის ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გუშინ შეიყვანეს. ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე ambebi.ge -სთან აცხადებს, რომ ახალგაზრდა ქალს სხეულის 35% აქვს დამწვარი და მის მიერ მიღებული დამწვრობის ხარისხი მეორე-მესამე კატეგორიას მიეკუთვნება.

მისიევ თქმით, წელს ეს ლეღვის ნახარშით დამწვრობის მეოთხე შემთხვევაა.

"დამწვრობის ცენტრში გუშინ შემოვიდა 32 წლის ქალბატონი. მას დამწვარი აქვს ქვედა კიდურები, მუცელი და ზედა კიდურების ნაწილი. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საკმაოდ სერიოზული დაზიანება აქვს და კიდევ ერთი კვირა მოუწევს დარჩენა კლინიკაში. წელს ეს არის მეოთხე შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ ლეღვის ნახარში არ გამოიყენონ, ასეთი შემთხვევები მაინც ხდება. გვეგონა, ზაფხული მიილია და მსგავსი შემთხვევები აღარ გვექნებოდა, მაგრამ... ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ლეღვი მოხარშა, ნაყენი წაისვა ტანზე და რუჯი მიიღო. ერთადერთი, რისი მიღებაც ამით შეიძლება, ესაა ქიმიური დამწვრობა და არაესთეტიკური ალერგიული რეაქციები. თანაც საკმაოდ დამანგრევლად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე ლეღვის ნახარშით გამოწვეული დამწვრობა. უდიდეს ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. სულ რომ დიდი დოზით არ წაისვან სხეულზე, მცირე დოზაც კი აწითლებს და აჭრელებს კანს", - განაცხადა ქაშიბაძემ. ის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, უარი თქვან ლეღვის ნახარშით რუჯის მიღებაზე.

თბილისში და მსხვილ ქალაქებში კლასებში სწავლების დაწყება 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო

„თეგეტა მოტორსი“ - ბათუმის ფილიალებში კოვიდ ინფიცირების შემთხვა არ დაფიქსირებულა

ტემპერატურა 38 გრადუსამდე მოიმატებს - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი