ავტორი:

"ჩემთან კონტაქტში მყოფი ყველა ადამიანის ტესტირების პასუხი უარყოფითია" - რას წერს ინფიცირებული ჟურნალისტი ბოქსირებული პალატიდან

"ჩემთან კონტაქტში მყოფი ყველა ადამიანის ტესტირების პასუხი უარყოფითია" - რას წერს ინფიცირებული ჟურნალისტი ბოქსირებული პალატიდან

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტისა და "კურიერის" წამყვანის, თეონა ცხომელიძის ინფორმაციით, მასთან კონტაქტში მყოფი ყველა ადამიანის ტესტირების პასუხი უარყოფითია.

ამის შესახებ ჟურნალისტი "ფეისბუქზე" წერს.

"ჩემთან კონტაქტში მყოფი ყველა ადამიანის ტესტირების პასუხი უარყოფითია, ბოქსირებულ განყოფილებაში განცდილი ბედნიერებაც ეს ყოფილა.

უამრავი ადამიანი მეკითხება სიმპტომების, დაავადების მიმდინარეობის და მდგომარეობის შესახებ. ვეცდები ყველას გაგცეთ პასუხი, ლაივს ჩავრთავ ცოტ ხანში, სათითაოდ შეუძლებელია მოწერა..." - წერს ცხომელიძე.

ცნობისთვის, თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია გახდა ცნობილი, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში ახალ კორონავირუსზე თანამშრომლების PCR ტესტირება ჩატარდა.

როგორც დღეს არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, თანამშრომლების ტესტი კორონავირუსზე უარყოფითია.

"როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რამდენჯერმე უნდა ჩატარდეს ტესტი იმ ადამიანებისა, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა. ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, გავამკაცრებთ პირობებს და შევიმუშავებთ შესაბამის პროტოკოლს. რეკომენდაციაა რომ განმეორებითი ტესტები უნდა ჩატარდეს 48 საათში," - განაცხადა პაატა სალიამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ცნობილი ინფექციონისტი დაქორწინდა (ფოტო)

"148 ინფიცირებულიდან 38-ს პნევმონია აქვს... ადგილებიც აღარ გვაქვს" - ბათუმის  რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი