ავტორი:

"ორივე ფილტვზე ანთება აქვს და არის სრულიად უსიმპტომო. ამბობს მატყუებთ, არ მჭირს კორონაო, გარბის და იჭერენ" - რას წერს ინფიცირებული ჟურნალისტი

"ორივე ფილტვზე ანთება აქვს და არის სრულიად უსიმპტომო. ამბობს მატყუებთ, არ მჭირს კორონაო, გარბის და იჭერენ" - რას წერს ინფიცირებული ჟურნალისტი

პარლამენტარ ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლე ვიკა ბუკია, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულია და მეუღლესთან ერთად, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს, "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

  • ერთიანი გაიდლაინია ყველგან?

მკურნალობას ცერცვაძე საერთაშორისო გაიდლანის მიხედვით მეთვალყურეობს. თუმცა მაგალითად ბოჭორიშვილში პლაქვენილს აღარ იყენებენ. არც შემოუთავაზებიათ. ვიცი, რომ სხვაგან ჯერ კიდევ გამოიყენება. 2 თვეა არ ვიყენებთო. მკურნალობა ძირითადად ერთიანია. შეიძლება იყოს სხვადასხვა სახელწოდების ერთი პრეპარატი, მაგალითად, დამათხელებელი ორი სახელწოდების ქვეშ ერთი და იმავე ჯგუფის.

  • დექსამეტაზონი?

სამაგიეროდ ახალი გაიდლაინების მიხედვით დექსამეტაზონის კურსი დაემატა მკურნალობას. ანუ დექსა დილა-საღამოს. ბრიტანელი მკვლევარები (უკვე მეშინია ამ წინადადების ხსენება, მაგრამ ასეა ) ამბობენ, რომ თავიდანვე რომ ჩაერთოთ დექსა 5000-მდე სიცოცხლე შეიძლებოდა გადარჩენილიყო. ითვლება, რომ დექსა სიკვდილის რისკს ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი პაციენტებისთვის ერთი მესამედით ამცირებს. ასევე მარტის თვიდან დაემატა დამათხელებელი საშუალებები. საწყის სტადიაზე იცოდნენ მხოლოდ ის, რომ "კოვიდ-19" სასუნთქ სისტემას აზიანებდა. თუმცა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ამას ზოგჯერ ახლავს კოაგულოპათია, ანუ სისხლის შედედების დარღვევა. ეს არის "კოვიდ-19"-ის შედარებით ახალი გამოვლინება. ასე რომ დამათხელებელს, რომლის სახელს შეგნებულად არ ვასახელებ, თავიდანვე გვიკეთებდნენ.

  • რამდენ ხანში გაგწერენ?

ამას ხშირად მეკითხებიან და ამაზე პასუხი არ არსებობს. ყოველ დღე იცვლება რეგულაციები და ბოჭორიშვილიც ამ რეკომენდაციების მოლოდინშია. საუბარია იმაზეც, რომ სიმპტომების მოხსნის შემდეგ, დადებითი სტატუსის მქონე პაციენტებმა სასტუმროებში გააგრძელონ მკურნალობა. განკურნება არ ნიშნავს კარგად ყოფნას. შესაძლოა ადამიანი კლინიკურად გამოჯანმრთელდეს, მაგრამ ცხვირ-ხახის ნაცხის გამოკვლევამ გვიჩვენოს, რომ ის კვლავ არის ვირუსის მატარებელი, ანუ მაინც იყოს ვირუსის გადამდები. განკურნება ნიშნავს ამას: უნდა მოვიდეს ტესტის უარყოფითი პასუხი. შემდეგ ისევ იმეორებენ და მეორე უარყოფითზე გწერენ.

  • “ვიკა, გილოცავ, მოიხადე!” - შეიძლება კიდევ დაგემართოს?

იაპონიაში დაფიქსირდა ხელმეორედ დაავადების ერთი შემთხვევა. ვინ იცის, იქნებ მე გავხდე საქართველოში მეორედ ინფიცირების პირველი შემთხვევა. მგონი, ხუმრობაც არ მომეწონა ამ თემაზე.

  • უსიმპტომობა

აქ წევს პაციენტი, რომელსაც ორივე ფილტვზე ანთება აქვს და არის სრულიად უსიმპტომო. ამბობს მატყუებთ, არ მჭირს კორონაო, გარბის და იჭერენ. ასე რომ უსიმპტომობა არ ნიშნავს სრულ მოდუნებას. და არც პანიკის საფუძველია. უსიმპტომობა ძალიან კარგი რამეა, მაგრამ თან სწორედ ეს არის დიდი სატკივარი ამ ვირუსის. ამიტომაც ხდება გავრცელება. თუმცა მიჩნეულია რომ უსიმპტომო პაციენტები ძალიან მჭიდრო კონტაქტებს უფრო “ერჩიან”. მაგალითად, ოჯახის წევრებს. უფრო დიდია შანსი გადაგედოთ ვირუსი სიმპტომიანი ავადმყოფისგან. სუსტი დადებითი. ეს ნიშნავს რომ ვირუსი ან მიდის ან მოდის. ამ დროს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ანტისხეულებზე კვლევა. თუ ანტისხეულები არაა, ნიშნავს რომ ვირუსი იწყება. იზოლაციის პირველივე დღეს “სუსტი დადებითი” ვიყავი მე, ამიტომაც გადარჩნენ ჩემი კონტაქტები.

  • პირობები?

ბოჭორიშვილში კარგია. ინფექციურში ძალიან ცუდი. სხვაგან არ ვიცი. თუმცა ბოჭორიშვილში უფრო უსიმპტომოები წვანან. ინფექციურში - რთულები. აი, ასეთი დილემაა. პალატიდან გამოვდივართ მხოლოდ კატეს დროს. სტაფი გადასარევი, ჩემი საჯაროობის გამო - არა. “კატე” რომ გამიკეთეს სხვა პაციენტებს გავესაუბრე და იგივეს აღნიშნავდნენ.

  • მეშინია?!

ჯერ-ჯერობით არა.

"ღამით მარიამი გარდაიცვალა. ისე ცუდად ვარ, მართლა მაკანკალებს - ცალკე ტკივილისგან და ცალკე ბრაზისგან..." - რას წერს გიორგი კეკელიძე

ლალი მოროშკინა კლინიკებს ვერცხლისებრი ევკალიპტის სადეზინფექციო ხსნარებით ამარაგებს

"დღეს მაქვს სიცხე, სულით არ ვეცემი, ხვალ მეორე ტესტი უნდა ჩავაბარო..." -  რა ვიდეოს ავრცელებს მაია ასათიანი, რომელიც თვითიზოლაციაშია