ავტორი:

"დღეს მაქვს სიცხე, სულით არ ვეცემი, ხვალ მეორე ტესტი უნდა ჩავაბარო..." -  რა ვიდეოს ავრცელებს მაია ასათიანი, რომელიც თვითიზოლაციაშია

"დღეს მაქვს სიცხე, სულით არ ვეცემი, ხვალ მეორე ტესტი უნდა ჩავაბარო..." -  რა ვიდეოს ავრცელებს მაია ასათიანი, რომელიც თვითიზოლაციაშია

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა მაია ასათიანმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვენა, რომელშიც ამბობს, რომ კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან და ახლა თვითიზოლაციაშია:

"საღამო მშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო, ძალიან მამხნევებს თქვენი მესიჯების კითხვა. ჩემი ამბავი მინდა გითხრათ. გუშინ ჩავაბარე კორონავირუსზე ტესტი, პასუხი უარყოფითია. უშუალო კონტაქტი მქონდა კოვიდინფიცირებულთან და დღეს მაქვს სიცხე. რომ გითხრათ, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, მოგატყუებთ, მაგრამ სულით არ ვეცემი. ხვალ მეორე ტესტი უნდა ჩავაბრო და მერე გამოჩნდება რა და როგორ იქნება. მადლობა გულშემატკივრობისთვის..." - ამბობს მაია ასათიანი "ინსტაგრამის" "სთორიში" გამოქვეყნებულ ვიდეოში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ეპიდკვლევით დადასტურდა, ის თაკო ჩარკვიანის კლასტერს მიეკუთვნება. ჟურნალისტს პოლიტიკოსი სტუმრად რამდენიმე დღით ადრე ეთერში ჰყავდა. "რუსთავი 2"-ში მასობრივი ტესტირება დაიწყო, თუმცა როგორც დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე არხის დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, ამ ეტაპზე ყველა თანამშრომლის ტესტი უარყოფითია, თუმცა რამდენიმე მათგანი 24 საათში ხელმეორედ გაიტესტება, რადგან ახლო ურთიერთობაში იყვნენ თეონა ცხომელიძესთან.

"პირველად გამიჩნდა შიში, რომ დიდი რისკია დავვირუსდე.... უკვე კრიტიკულ რაოდენობას აქვს ქალაქში" - რას წერს ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი

"ბევრი ვირუსი იცით,  გამოჯანმრთელების შემდეგ - მე-7 დღეს, 39-გრადუსიანი სიცხით" - როგორია ლევან გოგიჩაიშვილის და მისი მეუღლის ჯანმრთელობის  მდგომარეობა

"ვერ დავტკბი მისი პატარაობით, ისე გაიზარდა თვალსა და ხელს შუა" - ირაკლი ოქრუაშვილმა შვილი, საფრანგეთში სასწავლებლად, ემოციური პოსტით გააცილა