ავტორი:

"ვისაც უნდა მოდის ეკლესიაში, ვინც ერიდება, არ ვსჯით" - მეუფე ნიკოლოზი

"ვისაც უნდა მოდის ეკლესიაში, ვინც ერიდება, არ ვსჯით" - მეუფე ნიკოლოზი

არაფერი მაქვს საწინააღმდეგო შეზღუდვების, რადგან ჩვენ, სასულიერო პირებს თითქმის, არაფერი გვეზღუდება, - ამის შესახებ ახალქალაქის, კარის და კუმურდოს ეპისკოპოსმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებთან კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების კომენტირებისას განაცხადა.

მეუფეს განცხადებით, მათ, ვინც ეკლესიაში არ მიდის, არ სჯიან.

„რა სპორტულ ღონისძიებებს ესწრება ხალხი, ამაზე ვერაფერს გეტყვით. მე ის უნდა ვთქვა, რომ მე პირადად, როგორც სასულიერო პირს, არაფერი მაქვს დასაჩივლებელი. ვატარებთ, ვისაც უნდა მოდის ეკლესიაში, ვინც ერიდება, არ ვსჯით ამის გულისთვის, პირბადეების ხმარებაც გამართლებულად მიმაჩნია და ხელების დაბანაც, მით უმეტეს. ყველაზე მძიმე სიტუაცია, როცა იყო აღდგომის დღესასწაულზე, მაშინაც მადლობა ღმერთს, ღვთის მადლით ჩატარდა ყველაფერი და დასაჩივლი არაფერი მაქვს“, - განაცხადა ეპისკოპოსმა.

საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სოფელ მატანში, სადაც COVID-19-ის 10-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მოსახლეობის ტესტირებისთვის კარვები დადგეს

გორში კორონავირუსი 8 პირს დაუდასტურდა