ავტორი:

კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 109 აჭარაში გამოვლინდა - როგორ ნაწილდება ინფიცირების ფაქტები საქართველოს სხვა რეგიონებზე

კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 109 აჭარაში გამოვლინდა - როგორ ნაწილდება ინფიცირების ფაქტები საქართველოს სხვა რეგიონებზე

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 109 აჭარაში დაფიქსირდა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 165 შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია.

"დაგვემატა 165 შემთხვევა და ინფიცირებულების რაოდენობა 2392-ს შეადგენს. 165 შორის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი არის 81, იმპორტირებული 4.

აჭარა, ბათუმი - 109, გურია, ოზურგეთი - 4, თბილისი - 17, იმერეთი, ქუთაისი - 4, კახეთი, გურჯაანი - 6, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა - 1, სამეგრელო და ზემო სვანეთი, ზუგდიდი - 9, ქვემო ქართლი, გარდაბანი - 9, შიდა ქართლი, გორი - 6 შემთხვევა.

ყველაზე ბევრი 109 შემთხვევა არის აჭარაში, რომელიც საყურადღებოა და ძალიან დიდი სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

როდის არის კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანისგან ვირუსი გადამდები - პაატა იმნაძე დაკვირვების საინტერესო შედეგებზე

"ერთეულ უსიმპტომო ინფიცირებულშიც გამოვლინდა ფილტვების დაზიანება" - რას ნიშნავს უსიმპტომო პაციენტი და რატომ შეიძლება ვიყოთ თოთოეული ჩვენთაგანი ინფექციის წყარო

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო - დიდ ქალაქებში სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდა