ავტორი:

"რთული იყო, როცა საყვარელ ადამიანს ვერ ვნახულობდი. პანდემიამ დაგვარწმუნა, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო" - ცნობილი ინფექციონისტის სიყვარულის ამბავი

"რთული იყო, როცა საყვარელ ადამიანს ვერ ვნახულობდი. პანდემიამ დაგვარწმუნა, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო" - ცნობილი ინფექციონისტის სიყვარულის ამბავი

"მეგონა, კორონაზე და პანდემიაზე მირეკავდი, ეს უფრო მნიშვნელოვანი არ არის?" - მეკითხება ჩვენი რესპოდენტი და ცნობილი ექიმი-ინფექციონისტი, რომლის ცხოვრებაშიც არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - გაბედნიერდა. 32 წლის ალექსანდრე გოგინავამ ცხოვრება 28 წლის უმშვენიერეს ელენე ხარაშვილს დაუკავშირა და როგორც პანდემიას შეჰფერის, წყვილი ვიწრო წრეში ნიშნობით შემოიფარგლა. როგორც ექიმი გვეუბნება,"პანდემიამ კი არ დაგვაშორა, დაგვარწმუნა იმაში, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო და იმ პერიოდში მივიღეთ ერთად ყოფნის გადაწყვეტილებაც".

ambebi.ge ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას ესაუბრა და შეეცადა მეტი გაეგო წყვილის სიყვარულზე.

- ბატონო ალექსანდრე, სად გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე?

- ელენე 2018 წელს გავიცანი ერთ-ერთ სპორტდარბაზში ვარჯიშის დროს. იქ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, რომელიც თანდათან განვითარდა, გაღრმავდა და ბოლოს ასე დამთავრდა.

- ეს მეგობრობით დაწყებული სიყვარულია, თუ გაცნობისთანავე მიხვდით, რომ “ის ის იყო”?

- თავიდანვე გაგვიჩნდა სიმპათიები ერთმანეთის მიმართ, თუმცა ეს დროში უფრო ჩამოყალიბდა და გარკვეული ურთიერთობის სახე მიიღო. დაახლოებით ერთი წელი გვქონდა ურთიერთობა როგორც მეგობრებს, მაგრამ მაინც სიმპატიებისა და სიყვარულის ელემენტებით გაჯერებული.

- რას საქმიანობს ელენე, ისიც ექიმია?

- ექიმი არ არის, თუმცა სამედიცინო სისტემასთან აქვს შეხება - ჯანდაცვის მენეჯმენტი აქვს დამთავრებული და ერთ-ერთ სადაზღვეოში და მოდულის პოლიკლინიკაში მუშაობს.

- პანდემიამ თქვენც ჩაგიშალათ ქორწილის სიამოვნება?

- ასე ვთქვათ.. გამომდინარე პანდემიიდან და არსებული ვითარებიდან, შაბათს, 12 სექტემბერს გვქონდა ნიშნობა ვიწრო წრეში, მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

- ბევრი საერთო გაქვთ და კარგად იცნობთ ერთმანეთს?

- რა თქმა უნდა, თითქმის სამი წელია ერთმანეთს ვიცნობთ, მართლაც ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა. ჯერ ის, რომ ერთად მოგვიწია დარბაზში ვარჯიში და იქ ჩამოყალიბდა ჩვენი ურთიერთობა, ერთმანეთი კარგად გავიცანით და რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მეტად ახლობელი ადამიანები ვხდებოდით ერთმანეთისთვის. ბოლოს ასე დაგვირგვინდა ჩვენი ურთიერთობა.

- მშვენიერია ელენე, გარეგნობის გარდა, რა თვისებებმა მოგხიბლათ მასში, როგორ დაახასიათებდით მეუღლეს?

- ძალიან თბილი და მზრუნველი ადამიანია, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მას ბევრი და ჩემთვის მისაღები კარგი თვისებები აქვს. ელენე ითვალისწინებს ჩემს აზრს, ჩვენი ურთიერთობა ურთიერთგაგებაზეა დამყარებული, გვაქვს დისკუსია, ვკამათობთ და ბოლოს, რაც უფრო მართებული იქნება ჩვენთვის, იმ აზრზე ვდგებით, ერთპიროვნულად არაფერს ვწყვეტთ, არ გვაქვს ჯიუტი გადაწყვეტილებები, ვცდილობთ გავუგოთ, დავუთმოთ და ანგარიში გავუწიოთ ერთმანეთს ყველანაირ სიტუაციაში, სადაც არ უნდა ვიყოთ.

- პანდემია-კარანტინმა რა როლი ითამაშა თქვენს ურთიერთობაში?

- რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო, როცა საყვარელ ადამიანს ვერ ვნახულობდი. არ არის მარტივი, როცა თვეობით ვერ ხედავ საყვარელ ადამიანს, მასთან მხოლოდ სატელეფონო და ონლაინკონტაქტი გაქვს. ამასობაში მხოლოდ გამყარდა ჩვენი სიყვარული. პანდემიამ პირიქით, კი არ დაგვაშორა, დაგვარწმუნა იმაში, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო და ამ პერიოდში მივიღეთ ერთად ყოფნის გადაწყვეტილება.

- ძალიან დატვირთული გრაფიკი და რთული პროფესია გაქვთ. სიყვარულისთვის და ყურადღებისთვის დროის დაზოგვა მოგიწევთ ალბათ. ამის გამო ხომ არ წუწუნებს ელენე?

- კი, პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის გვაქვს ეს პრობლემა. მით უმეტეს ახლა, ამ ეტაპზე დროის დეფიციტი მაქვს და იმდენ დროს ვერ ვუთმობთ ერთმანეთს, როგორც საჭიროა, მაგრამ სიყვარულით გავალთ ფონს. ელენეც ამ ყველაფერს გაგებით და მოთმინებით ეკიდება. იმედია, რაღაც დროის მერე ყველაფერი შეიცვლება, დალაგდება და უფრო მეტ დროს დავუთმობ ჩემს საყვარელ ადამიანებს, ვიდრე პროფესიას.

P.S. ambebi.ge ულოცავს და ბედნიერ თანაცხოვრებას უსურვებს მშვენიერ წყვილს.

"ერთეულ უსიმპტომო ინფიცირებულშიც გამოვლინდა ფილტვების დაზიანება" - რას ნიშნავს უსიმპტომო პაციენტი და რატომ შეიძლება ვიყოთ თოთოეული ჩვენთაგანი ინფექციის წყარო

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო - დიდ ქალაქებში სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდა

"ნოემბრამდე რესპირატორული ინფექციების და კორონავირუსის ზედდებას არ ველოდებით" - პაატა იმნაძე