ავტორი:

"სილქნეტმა" მომხმარებელს ახალი მომსახურება, "ინტერნეტმშობელი" შესთავაზა

"სილქნეტმა" მომხმარებელს ახალი მომსახურება, "ინტერნეტმშობელი" შესთავაზა

სილქნეტის „ინტერნეტმშობელი“ არის აპლიკაცია, რომლის აქტივაცია და ჩამოტვირთვა შეუძლია "სილქნეტის" ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებელს mysilknet.com პორტალის მეშვეობით ან მომსახურების ოფისში მისვლით. აპლიკაციას გააჩნია მარტივი მენიუ და იგი მუშაობს ნებისმიერ მოწყობილობაზე: პერსონალური კომპიუტერი, ლეპტოპი და მობილური ტელეფონი. შესაძლებელია მისი ერთდროულად გააქტიურება 5-დან 10 მოწყობილობაზე.

„მოხარული ვარ, რომ სილქნეტმა პირველმა შესთავაზა თავის მომხმარებელს ასეთი საშუალება, - ამბობს სილქნეტის გენერალური დირექტორი, დავით მამულაიშვილი, - ჩვენი დაკვირვებით, ხშირ შემთხვევაში, შვილები ბევრად უფრო კარგად ერკვევიან ინტერნეტში, ვიდრე მშობლები და ხშირად ხდება, რომ მშობლები ვერ აკონტროლებენ შვილებს, თუ რა საიტებზე შედიან, როცა კომპიუტერთან მარტო რჩებიან, ან მოიხმარენ მობილურ ტელეფონს. ამიტომ შევქმენით პროდუქტი, რომელსაც დავარქვით „ინტერნეტმშობელი“. მისი შეძენა შეუძლია ჩვენი ოპტიკური ინტერნეტის ნებისმიერ აბონენტს. ამ აპლიკაციით მშობელი ყოველი თვის ბოლოს, ან ყოველი კვირის ბოლოს მიიღებს რეპორტს, თუ რასაიტებზეშედისმისიშვილი. ესიქნებასრულიაღწერაამსაიტებისადამათი კონტენტისა, იმისათვის, რომ მშობელმა უკეთ შეძლოს განსაზღვრა, თუ რამდენად მისაღები და უსაფრთხოა ეს მისი შვილისთვის. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სერვისი ვრცელდება ბავშვებზე და მოზარდებზე მხოლოდ მათი არასრულწლოვანი ასაკის განმავლობაში. მიმაჩნია, რომ ბავშვების დაცვა ინტერნეტსივრცეში დღესდღეობით არსებული რეალური საშიშროებისგან, არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და სწორედ ამიტომ შევქმენით ეს აპლიკაცია“.

პროდუქტი „ინტერნეტმშობელი“ საშუალებას აძლევს მშობლებს აწარმოონ მონიტორინგი და დაიცვან არასრულწლოვანი შვილები ინტერნეტსივრცეში არსებული ისეთი საფრთხეებისგან, როგორიც არის ბულინგი, პერსონალური მონაცემების ხელყოფა, არამართებული და ასაკობრივად გაუფილტრავი კონტენტი, სუიციდამდე მიყვანა, აზარტული თუ სხვა ე.წ. ლურჯი ვეშაპის მსგავსი თამაშები და აშ. სერვისს გააჩნია საშუალება, რომ ხელოვნული ინტელექტის მეშვეობით მოახდინოს სოციალური ქსელების ანალიზი ზემოთ ჩამოთვლილი საშიშროებების შესახებ. ასევე, აღნიშნული სერვისით შესაძლებელია მშობელი ონლაინრეჟიმში ხედავდეს ბავშვის ადგილმდებარეობას.

აპლიკაცია „ინტერნეტმშობელი“ ქართულ ენაზეა და მისი მარტივი მენიუს მეშვეობით მშობელს შეუძლია, მუდმივ რეჟიმში მოახდინოს არასრულწლოვანი შვილის, როგორც მობილური ტელეფონის, ასევე პერსონალური კომპიუტერის მონიტორინგი. "სილქნეტმა" აღნიშნული სერვისი უცხოურ კომპანია PureSight-თან თანამშრომლობით შექმნა, რომელსაც მსგავსი აპლიკაცია დანერგილი აქვს ამერიკაში და ევროპაში ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა T-Mobile, Cellcom, Cosmote და სხვა.

„ინტერნეტმშობლის“ ერთი თვით სარგებლობის ღირებულება 3 ლარია, 5 სხვადასხვა

მოწყობილობაზე გააქტიურების შემთხვევაში და 5 ლარი - 10 მოწყობილობაზე გააქტიურების შემთხვევაში. სერვისის გააქტიურება შესაძლებელია როგორც iOS, ასევე - ანდროიდზე.

სერვისი, მისი აქტივაციიდან 3 თვით, არის უფასო.

"ინტერნეტმშობლის" გააქტიურება შესაძლებელია პორტალიდან www.mysilknet.com

  • აპლიკაცია:

მობილურისთვის (IOS და Android) https://bit.ly/32sm79J

ვებ-პორტალი: http://silkmshobeli.ge/

გაიგე მეტი https://bit.ly/32k44m8

R

Hotsale.ge-სა და Pro-Service-ის პარტნიორობით ქართული ბაზრისთვის ინოვაციური  სიახლეების დანერგვა იგეგმება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმატების ისტორია და ახალი ინიციატივები

„ქვითარი მომგებიანია!“ - კარფური  8 წლის იუბილეზე  ერთგულ მომხმარებელს უსასრულო ქულებით, საჩუქრებით და აქციებით ელოდება!