ავტორი:

8 შემეცნებითი წიგნი, რომელიც ბავშვს სამყაროს შეცნობაში დაეხმარება

8 შემეცნებითი წიგნი, რომელიც ბავშვს სამყაროს შეცნობაში დაეხმარება

უფროსები ვცდილობთ, ბავშვებს რაც შეიძლება კარგი ზოგადი განათლების მიღებაში დავეხმაროთ, რომ რეალობაზე, იმ გარემოზე სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ადეკვატური წარმოდგენა შეექმნათ. რაც უფრო მეტს შეიმეცნებს ბავშვი, უფრო მეტი კითხვა ებადება სამყაროს შესახებ, ცდილობს, მეცნიერების სხვადასხვა დარგში გაერკვეს და მისი მუდმივი ძიება საბოლოოდ, კარგ საბაზისო ცოდნამდე მიდის.ამასთან, მეცნიერების სხვადსხვა სფეროში ზოგადი განათლების მიღება მოზარდს პროფესიის სწორად შერჩევაში ეხმარება.

იმისათვის, რომ უფრი მარტივად შეძლონ ისტორიული ფაქტების, გეოგრაფიის, ადამიანის ორგანიზმისა თუ დედამიწის შესახებ ინფორმაციის მიღება, ბავშვებსა და მოზარდებს თავიანთი ასაკის შესაბამისი ლიტერატურა უნდა შევურჩიოთ. წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ რჩევით გთავაზობთ 8 წიგნს, რომელიც ბავშვს სამყაროს უკეთ შეცნობაში დაეხმარება და მის უამრავ შეკითხვას გასცემს პასუხს:

8000 საოცარი ფაქტი

ამ უნიკალურ ენციკლოპედიაში რვა მნიშვნელოვანი თემა 8000 საინტერესო ამბად არის გაშლილი - თითო თემა წარმოდგენილია ათასი სრულყოფილი ფაქტით. ამას ემატება ვიზუალური ეფექტიც, შთამბეჭდავი ნახატები და ფოტოები, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს, უკეთ აღიქვას ესა თუ ის მოვლენა.რაც ყველაზე მთავარია საინტერესო ამბები გადმოცემულია მოკლედ და ლაკონურად, რომ მოზარდი ინფორმაციით არ გადაიტვირთოს.

365 დაუჯერებელი და უტყუარი ფაქტი ყველაფერზე

წიგნიდან შეიტყობთ ყველაფერს: ცივილიზაციების, რელიგიის, კოსმოსის ,ცხოველების ,გეოგრაფიული არეალის, ტექნიკური პროგრესისა და ხელოვნების შესახებ. ზოგადი წარმოდგენა შეგექმნებათ სხვადასხვა სფეროში მიმდინარე პროცესებზე, ნამუშევრებზე და დაინტერესების შემთხვევაში, უკვე კონკრეტულ ფაქტებზე მოიძიებთ ინფორმაციას.თითოეული ნაწილი სავსეა არაორდინალური ფაქტებით,მოვლენების ანალიზითა და მოსალოდნელი შედეგებით

ცოდნის წიგნი - ყველაფერი რაც უნდა იცოდე

ბავშვებს უფროსებთან უამრავი შეკითხვა აქვთ, თუმცა შეუძლებელია, მათ ყველაფერზე უპასუხო. ამ კითხვებზე პასუხების პოვნაში კი დაეხმარებათ „ცოდნის წიგნი“.ეს არის ენციკლოპედია ყველაფერზე, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ! რა გზა განვლო სამყარომ დასაბამიდან დღემდე; როგორია კაცობრიობის განვითრების ეტაპები; რამ განაპირობა სიცოცხლის სხვადასხვა ფორმისა და უდიდეს ცივილიზაციათა გაქრობა და, იმავდროულად, ახლების ფორმირება; როგორია ბუნების როლი ადამიანის ცხოვრებაში და პირიქით; რა განაპირობებს სამყაროში წონასწორობას და როგორ კანონზომიერებას ეფუძნება დედამიწისა და საზოგადოდ,სამყაროს მომავალი?

ადამიანის სხეულის ილუსტრირებული ატლასი

ეს არის ადამიანის ანატომიის უახლესი სახელმძღვანელო, რომელშიც თანმიმდევრობითა და ზედმიწევნით არის განხილული ადამიანის სხეულის სტრუქტურა და ფუნქციები. წიგნში უხვადაა შესანიშნავი, ზუსტი ილუსტრაციები, შთამბეჭდავი ფოტოსურათები, ინფორმაციული დიაგრამები და უახლესი ანატომიური ფაქტები. ნახეთ სრულად

როგორ არ უნდა გავყიდოთ პროდუქტი? - რატომ უნდა ვიცოდეთ, რა არ მუშაობს?

როგორია წარმატებული გაყიდვების საიდუმლო? - პირველი ქართული წიგნი გაყიდვებზე

„დიდი ვიზუალური ენციკლოპედია“  ყველასთვის  - გაზეთ  "კვირის პალიტრასთან" ერთად