ავტორი:

"საქართველომ ისრაელის ფირმა "რაფაელთან",  ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების მოდერნიზების მიზნით, შეთანხმება გააფორმა" - რას წერს Forbes-ი

"საქართველომ ისრაელის ფირმა "რაფაელთან",  ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების მოდერნიზების მიზნით, შეთანხმება გააფორმა" - რას წერს Forbes-ი

ამერიკულ პოპულარულ გამოცემა "ფორბსში" («Forbes») გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "2008 წელს ქართულმა მერაკეტეებმა რუსულ ავიაციას სისხლი ადინეს და ახლაც იგივეს გაუკეთებენ", რომელიც საქართველო-ისრაელის სამხედრო თანამშრომლობას ასახავს (ავტორი - დევიდ ექსი).

"საქართველომ ისრაელის ფირმა "რაფაელთან" თავისი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების მოდერნიზების მიზნით შეთანხმება გააფორმა. ეს კონტრაქტი ბოლო დროის ტენდენციის მანიშნებელი გახდა. ჯერჯერობით კონტრაქტის თანხის მოცულობა უცნობია, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველო ცდილობს თავისი თავდაცვის სისტემის აღდგენას, რომელიც რუსეთმა დაზიანა და რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს ოკუპირებული", - ნათქვამია სტატიის დასაწყისში.

ავტორი აგრძელებს:

"თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის მიმართული გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია რადარებისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოდერნიზება. სხვათა შორის, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ქართულმა ძალებმა 2008 წლის ომის დროს უნიკალური წარმატება მოიპოვეს და რუსეთის ავიაციას სისხლი გაუშრეს.

ქართულ არმიას, როცა რუსეთთან ომში ჩაება, მხოლოდ საბჭოური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ჰქონდა, მაშ შორის საზენიტო-სარაკეტო სისტემა "ეს-125", "ბუკი", "ოსა" და "სტრელა".

"ეს-125" სტაციონარული კომპლექსია, "ბუკი" და "ოსა" კი - მობილური. არსებული ინფორმაციით, ქართველი მერაკეტეები უკრაინელმა კოლეგებმა გაწრთვნეს. ისინი რუსული თვითმფრინავების მოახლოებას ბოლო წუთამდე ელოდნენ და შემდეგ იწყებდნენ საბრძოლო სროლებს. ქართულმა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ რუსულ ავიაციას სერიოზული ზიანი მიაყენა. არაოფიციალური მონაცემებით, ომის პირველსავე დღეს, 2008 წლის 8 აგვისტოს, ქართველებმა ოთხი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, გაანადგურეს თვით სტრატეგიული რეაქტიული ბომბდამშენი "ტუ-22", თავისი ეკიპაჟით.

თუმცა საბოლოოდ ომში ქართული არმია დამარცხდა და მისი შეიარაღება დიდად დაზარალდა. რუსებმა ააფეთქეს ან თან წაიღეს ყველა რადარი, ყველა საზენიტო-სარაკეტო სისტემა და რამდენიმე საზენიტო ქვემეხიც. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველო სრულიად დაუცველი აღმოჩნდა მტრის ავიაციისაგან. მოგვიანებით თბილისმა სწრაფად დაიწყო არმიის აღდგენა, რომელშიც მას აშშ და ნატოს სხვა ქვეყნები დაეხმარნენ, ასევე ისრაელიც, უკრაინაც, რომელმაც თბილისს იგივე საბჭოთა "ბუკები" მიჰყიდა.

დღეს საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვას ძველებურად "ბუკებიც" აქვს, "ოსებიც" და "სტრელებიც", მაგრამ ისინი თანდათან იცვლებიან უფრო თანამედროვე საფრანგეთისა და ისრაელის ტექნიკით. და თუ რუსეთი კვლავ დააპირებს საქართველოსთან ომს, ალბათ, ისინი უკეთ იქნებიან შეიარაღებულები, მაგრამ არც საქართველო არ დახვდება მათ თავდასხმას მოუმზადებელი", - ნათქვამია სტატიის დასასრულს. წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე

"დავაზუსტებთ ინფორმაციას, თუ ვინ იყო მის კონტაქტებში ჩაწერილი "ყარაბაღად" - პროკურორის თქმით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები

სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა - ჯარისკაცი ბათუმში დაინფიცირდა

"არავის ეგონოს, რომ რუსეთი საქმის კურსში არ არის" - "ფორბსის" სტატიამ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოდერნიზებაზე რუსები გვარიანად გააღიზიანა