ავტორი:

რა ახალი იარაღი შეიძინა თავდაცვის სამინისტრომ ქართული არმიისთვის?

რა ახალი იარაღი შეიძინა თავდაცვის სამინისტრომ ქართული არმიისთვის?

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თავდაცვის ძალებმა შეიარაღებაში მიიღო "ბრაუნინგის" M2 ტიპის მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები და Mk-19 ტიპის დაზგის ავტომატური ყუმბარსატყორცნები.

იარაღის ეს სახეობები, რა თქმა უნდა, ულტრათანამედროვე არ არის - Mk-19 1968 წლიდან იწარმოება და ვიეტნამის ომი გამოიარა, ხოლო 1933 წლიდან სერიულად გამოშვებულმა მსხვილკალიბრიანმა M2-მა მეორე მსოფლიო ომიც კი "ნახა", მაგრამ მიუხედავად ამისა, ორივე სახეობა დღემდე აშშ-ის არმიის ძირითადი ჯგუფური იარაღია, რომელსაც დანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერისთვის იყენებენ.

აქამდე ქართული არმიის შეიარაღებაში იყო ანალოგიური დანიშნულების საბჭოთა მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები - Утёс-ი და АГС-17 ტიპის ავტომატური ყუმბარსატყორცნები, თუმცა არცთუ დიდი რაოდენობით. არ შეიძლება იმის თქმა, რომ საბჭოთა Утёс-ი და АГС-17 მაინცდამაინც ჩამორჩება ანალოგიურ ამერიკულ იარაღს, მაგრამ თუ ქართული არმია ნელ-ნელა ნატოს სტანდარტებზე გადადის, მაშინ მისი შეიარაღებაც და საბრძოლო მასალებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთიან სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს. ამას უდიდესი, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ერთობლივი საბრძოლო ოპერაციების ჩატარების დროს. თავად წარმოიდგინეთ - სადღაც ავღანეთში მორიგი ყიშლაყის გაკონტროლებისას როდესაც ამერიკელ მეტყვიამფრქვევეს 12,7 მმ-იანი ტყვიამფრქვევის ვაზნები გაუთავდება, მას ქართველი თანამებრძოლი უწილადებს, ან მომავალში ქართული სოფლის დამცველებს ამერიკელები თავიანთი არსენალიდან გამოუგზავნიან 40 მმ-იანი ავტომატური ყუმბარსატყორცნის ყუმბარებს. გააგრძელეთ კითხვა

"დათოს მშობლები, მეუღლე და შვილები თბილისში ცხოვრობენ" - ვინ იყო უკრაინაში მოკლული ქართველი ლეგიონერი?

მედია - რუსეთი ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ბანაკს აშენებს

"აქაურები შეშინებულები არიან, - ამერიკამ ჯარი არ უნდა გაიყვანოს, თორემ თალიბები თუ შემოვიდნენ, ყველას დაგვხოცავენო" - რას ჰყვება ქართველი კაპიტანი, რომელიც ავღანეთში მსახურობს