ავტორი:

პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბიომოლეკულა, რომელიც COVID-19-ს მთლიანად ანეიტრალებს - მკვლევართა იმედისმომცემი დასკვნა

პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბიომოლეკულა, რომელიც COVID-19-ს მთლიანად ანეიტრალებს - მკვლევართა იმედისმომცემი დასკვნა

აშშ-ში, პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბიომოლეკულა, რომელიც მთლიანად ანეიტრალებს კორონავირუსის ახალ შტამს.

პიტსბურგის მედიცინის სკოლის მკვლევართა მიგნებაზე საუბარია ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმე შეეხება შენაერთს, რომელიც სრული ზომის ანტისხეულებზე 10-ჯერ უფრო მცირე ზომისაა და მას COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატ Ab8-ის შესაქნელად იყენებენ.

მეცნიერების განმარტებით, აღნიშნული პრეპარატი ეფექტური აღმოჩნდა COVID-19-ის წინააღმდეგ როგორც თერაპიული, ასევე პროფილაქტიკური დანიშნულებით თაგვებსა და ზაზუნებში. ცდა ჯერ მხოლოდ ცხოველებზე ჩატარდა, თუმცა მეცნიერთა თქმით, პრეპარატს აქვს პოტენციალი, რომ ადამიანები დაიცვას კორონავირუსით ინფიცირებისგან და ასევე განკურნოს უკვე დაინფიცირებულებიც.

“Ab8-ს არა მხოლოდ COVID-19-ის თერაპიის პოტენციალი აქვს, არამედ შესაძლებელია მისი გამოყენება იმ მიზნით, რომ ადამიანები არ დაავადნენ კორონავირუსით“, - ამბობს კვლევის თანაავტორი ჯონ მელორსი.

უფრო მეტი დეტალი პრეპარატისა და ბიომოლეკულის შესახებ ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მეცნიერები იმედიანად არიან განწყობილნი.

კორონავირუსის პანდემიას მსოფლიო 2020 წლის 11 მარტიდან ებრძვის. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე სხვადასხვა ფარმაკოლოგიური კომპანიები დამოუკიდებლად მუშაობენ, თუმცა ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ვაქცინა არ არსებობს. ყველაზე დიდი იმედით ოქსფორდის უნივერსიტეტში შექმნილ ვაქცინას უყურებენ. მართალია, რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ ვაქცინასთან დაკავშირებული კვლევები შეჩერდა, თუმცა ამ ეტაპზე კვლევა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

20 სექტემბრიდან ამერიკაში TikTok-ისა და WeChat-ის აპლიკაციების ჩამოტვირთვა აიკრძალება - ტრამპმა შესაბამისი განკარგულება გამოსცა

მინი ლაბორატორიული ყუთი, რომელიც კორონავირუსს 90 წუთში ავლენს - მეცნიერების ახალი მიგნება და მისი მუშაობის პრინციპი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კარანტინის 14-დღიანი ვადა არ უნდა შემცირდეს