ავტორი:

განათლების მინისტრის მოადგილე - ჩვენი მოლოდინია, რომ სასწავლო პროცესი პირველი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში დაიწყება

განათლების მინისტრის მოადგილე - ჩვენი მოლოდინია, რომ სასწავლო პროცესი პირველი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში დაიწყება

ჩვენი მოლოდინია, რომ სასწავლო პროცესი პირველი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში დაიწყება , - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, განათლების სამინისტრომ ძალიან დიდი შრომა გასწია იმისთვის, რომ სწავლა 15 სექტემბერს დაწყებულიყო, თუმცა მუდმივად მიმდინარეობს საუბარი განათლების სამინისტროს ბრალეულობაზე ამ პროცესში.

"მუდმივად არის საუბარი იმაზე, რომ პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს რატომღაც არის განათლების სამინისტროსა და სხვადასხვა უწყების ბრალეულობა. მინდა ჩვენს მშობლებს და მოქალაქეებს ვუთხრა, რომ მოლოდინი იმისთვის, რომ საკლასო ოთახში დავბრუნდებოდით, იმიტომ რომ ის გამოცდილება, რაც გაზაფხულზე მივიღეთ არ იყო მარტივი გზა.

გზა, რომელიც გავიარეთ იყო ურთულესი. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ განათლების სამინისტრომ მოახერხა სრულიად ახალი სისტემის აწყობა და ამას ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები, რომლებსაც მთელი მსოფლიო თვალყურს ადევნებს.

საქართველო იყო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა, რომელმაც ამ პანდემიის პერიდოში შეძლო და მოახერხა და ეფექტიანად წარმართა სასწავლო პროცესი. იმისთვის, რომ 15 სექტემბერს დაწყებულიყო სწავლა უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ, როგორც ტექნიკურად ასევე მატერიალურად და შინაარსობრივად და ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ სწავლა დაიწყება პირველ ოქტომბერს და ჩემი თხოვნაა, რომ დავიცვათ წესები იმისთვის, რომ ჩვენი შვილები დავაბრუნოთ სკოლებში“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

დახატე შენი ოცნება, მართე მომავალი -"ტოიოტა ცენტრი თბილისი" ბავშვებს ტოიოტას საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს

"მინდა კარგი ინფორმაციით დავიწყო..." - როგორია რაგბის კავშირში სროლის შედეგად დაჭრილი რამაზ ხარაზიშვილის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ

"ვრცელდება ინფორმაცია მის მდგომარეობზე, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს" - რა განცხადება ვრცელდება გოგი წულაიას "ფეისბუქის" გვერდზე