ავტორი:

"ვრცელდება ინფორმაცია მის მდგომარეობზე, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს" - რა განცხადება ვრცელდება გოგი წულაიას "ფეისბუქის" გვერდზე

"ვრცელდება ინფორმაცია მის მდგომარეობზე, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს" - რა განცხადება ვრცელდება გოგი წულაიას "ფეისბუქის" გვერდზე

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარის გოგი წულაიას მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურად მძიმეა და უახლოეს დღეებში საჭიროებს ოპერაციას.

ამის შესახებ ინფორმაციას წულაიას "ფეისბუქის" გვერდზე ვრცელდება.

"მოგესალმებით გოგი წულაიას ოფიციალური გვერდის ადმინისტრაცია, დიდ მადლობას მოგახსენებთ ბატონი გოგის მდგომარეობის გულთან ახლოს მიტანისათვის, თქვენგან ვგრძნობთ უდიდეს მხარდაჭერას და ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს იმედს, რომ ერთმანეთის გვერდით დგომა ქართველებს ყველაზე კარგად შეგვიძლია.

რაც შეეხება ბატონი გოგის მდგომარეობას, ამ ეტაპისთვის სტაბილურად მძიმეა და უახლოეს დღეებში საჭიროებს ოპერაციას.

ვრცელდება სხვადასხვა სააგენტოებიდან ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და ადეკვატურ ინფორმაციას ჩვენი ოფიციალური გვერდის საშუალებით შეიტყობთ " - წერია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გოგი წულაია დღეს გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის კლინიკა "ელჯი"-ში იმყოფება. პოლიტიკოსი სტაციონარში დილის 7 საათისთვის მოათავსეს.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"დაზიანებულია კიდურები, არის მოტეხილობები და დამწვრობა" - რა მდგომარეობაშია ქუთაისში, ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟისას დაშავებული მამაკაცი

თბილისის რომელ უბნებში შეიზღუდება ელექტრომომარაგება 19 სექტემბერს?