ავტორი:

"აქვს მწვავე ინფარქტი" - რას აცხადებენ გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კლინიკაში

"აქვს მწვავე ინფარქტი" - რას აცხადებენ გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კლინიკაში

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის კლინიკა "ელჯი"-ში იმყოფება. Როგორც კლინიკაში ambebi.ge - ს განუცხადეს, პოლიტიკოსის დიაგნოზი მწვავე ინფარქტია და ამ ეტაპზე უტარდება შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციები.

"პაციენტი მკურნალობს კარდიოლოგიურ განყოფილებაში. აქვს მწვავე ინფარქტი და უტარდება შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციები. Ჩაკეტილი აქვს სისხლძარღვები, რომლებიც უნდა გაიხსნას შესაბამისი სამედიცინო პროცედურებით. კონტაქტურია, ლაპარაკობს, მაგრამ უჭირს საუბარი. უფრო დეტალური ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განუცხადეს ambebi.ge-ს - კლინიკაში.

თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"ჩემს ოჯახზე ზეწოლა ხდება იმის გამო, რომ მე მოვხსნა კანდიდატურა" - ჩხრეკა დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის კომპანიაში