ავტორი:

"ტატიაშვილსა და ჟვანიას მნიშვნელოვანი ჩვენება აქვთ მიცემული და ისინი მათ თანხმლებ პირებს ამხელენ" - შაქარაშვილის საქმის პროკურორი

"ტატიაშვილსა და ჟვანიას მნიშვნელოვანი ჩვენება აქვთ მიცემული და ისინი მათ თანხმლებ პირებს ამხელენ" - შაქარაშვილის საქმის პროკურორი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, გიგა ტატიაშვილსა და ნიკა ჟვანიას გამოძიების ეტაპზე მნიშვნელოვანი ჩვენება აქვთ მიცემული და ისინი მათ თანხმლებ პირებს ამხელენ.

ამასთან, როგორც გუგუტიშვილი განმარტავს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასაკითხი ექსპერტები გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრებენ.

გიგა ტატიაშვილი

„წარმოდგენილი გვყავს ექსპერტები, როგორც სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროდან, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის კვლევაში და გაცემული აქვს დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულია სხეულზე მიყენებული დაზიანებების ხანდაზმულობა და მექანიზმი, ამ მექანიზმით დადგინდა, რომ დაკავებულებს ჩადენილი აქვთ ბრალად შერაცხული ქმედება. რაც შეეხება სრულწლოვან პატიმრებს, გამოძახებულია გიგა ტატიაშვილი, მან გამოთქვა სურვილი და მისცემს სასამართლოს ჩვენებას. გამოძახებულია ასევე ნიკა ჟვანია, თუმცა, არ ვიცით მისცემს თუ არა ის ჩვენებას.

ნიკა ჟვანია

აღნიშნულ პირებს გამოძიების ეტაპზე მიცემული აქვთ მნიშვნელოვანი ჩვენება და ისინი ამხელენ მათ თანხმლებ პირებს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. რაც შეეხება ტატიაშვილს, მას სახელითა და გვარით აქვს იდენტიფიცირებული მასთან ერთად მყოფი პირები. სწორედ ამ საკითხებზე დავუსვამთ მხარეები კითხვებს", -განაცხადა გუგუტიშვილმა.

"ჩემს პრეტენზიებზე როგორ ვისაუბრო, როცა ასეთი ამბავია მომხდარი" - შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული დიჯეი

შსს-ს განცხადება რუსთავში, ახალგაზრდების დაპირისპირებაზე - "მათ განახორციელეს ძალადობა პოლიციაზე, დაკავებულია 2 პირი"

"საქმის გარჩევები ადრეც იყო, მაგრამ ახლა საქმე უკვე გასროლამდე მივიდა" - ქართული რაგბის "კრიმინალური თამაშები"