ავტორი:

ვინც პირბადეს არ გაიკეთებს, COVID-19-ით გარდაცვლილებისთვის საფლავს გაათხრევინებენ - ინდონეზიაში უჩვეულო სასჯელი დააწესეს

ვინც პირბადეს არ გაიკეთებს, COVID-19-ით გარდაცვლილებისთვის საფლავს გაათხრევინებენ - ინდონეზიაში უჩვეულო სასჯელი დააწესეს

კორონავირუსით დაინფიცირების თავიდან ასარიდებლად პირბადის ტარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა ყველა ქვეყანაში არიან ისეთი მოქალაქეები, რომლებიც პირბადის გაკეთებაზე უარს ამბობენ.

ასეთი ადამიანებისთვის ინდონეზიაში უჩვეულო სასჯელი მოიფიქრეს - მას, ვისაც პირბადის გარეშე გამოიჭერენ, კორონავირუსით გარდაცვლილთათვის საფლავს გაათხრევინებენ. ამის შესახებ გამოცემა The Jakarta Post წერს.

გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ჯავას რეგიონის ხელისუფლებამ მიიღო და მათ უკვე ერთ-ერთი სოფლის რვა მოქალაქეს გაათხრევინეს საფლავები. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ დროისთვის მესაფლავეების დეფიციტი აქვთ და ის ვინც, პირბადეს არ გაიკეთებს, მესაფლავეებს დაეხმარება.

გადაწყვეტილებას გამოემხაურნენ უფლებადამცველები და მსგავსი მიდგომა ადამიანი უფლებების შელახვად და უხეშ დარღვევად მიიჩნიეს.

ბოლო მონაცემებით ინდონეზიაში კორონავირუსის 229 000 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილი 9 100 ადამიანი, ხოლო 164 101 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მინი ლაბორატორიული ყუთი, რომელიც კორონავირუსს 90 წუთში ავლენს - მეცნიერების ახალი მიგნება და მისი მუშაობის პრინციპი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კარანტინის 14-დღიანი ვადა არ უნდა შემცირდეს

"მსგავსი სახის კონტენტი წაიშლება საქართველოშიც" - რას აცხადებს Facebook-ის წარმომადგენელი 7 მილიონი პოსტის წაშლაზე