ავტორი:

"ტატიაშვილმა დაადასტურა, რომ ნიკა ჟვანიას ჰქონდა ხელკეტი..." - რა თქვა მამხილებელ ჩვენებაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა ძიუდოისტმა

"ტატიაშვილმა დაადასტურა, რომ ნიკა ჟვანიას ჰქონდა ხელკეტი..." - რა თქვა მამხილებელ ჩვენებაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა ძიუდოისტმა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა გიგა ტატიაშვილმა განმარტა, რომ „მერსედესის" მარკის ავტომანქანაში მყოფი ყველა მგზავრი ჩხუბში ჩართული იყო.

პროკურორის თქმითვე, ტატიაშვილმა დაადასტურა, რომ ნიკა ჟვანიას ნამდვილად ჰქონდა რკინის ხელკეტი, რომელიც ერთი პიროვნების - კონსტანტინე ღიბრაძის მისამართით მოიქნია.

„მოწმემ სასამართლოზე მისცა ჩვენება და გააჟღერა ინფორმაცია მისი ჩვენებიდან, რაც გამოძიებაში ჰქონდა მიწოდებული. მოწმემ განმარტა, ნიკა ჟვანიას მოქმედებასთან დაკავშირებით, კერძოდ: რკინის ხელკეტთან დაკავშირებით მისი მოქნევა კონკრეტული პირის მიმართულებით, რომელიც შემდეგ გაიქცა თბილისის მიმართულებით, მან აღნიშნულის იდენტიფიცირება მოახდინა. ასევე, მოწმემ თქვა, რომ მისი ყველა მგზავრი, მის ავტომობილში მყოფი პირები ჩართული იყვნენ ჩხუბში და ჩხუბის შეწყვეტის მიზნით მან დაიძახა, რომ პოლიცია მოდიოდა, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა შეწყვიტეს ჩხუბი და ჩასხდნენ ავტომობილში.

თითოეულ მგზავრთან დაკავშირებით დაადასტურა, რომ იყვნენ ადგილზე სადაც, იყო ჩხუბი, რა დროსაც ერთი პიროვნება წაიქცა და მისი მიმართულებით ხედავდა ხელების და ფეხების მოქნევას.

მოწმემ დაადასტურა ყველა პირის ჩხუბში ჩართულობა.

გიგა ტატიაშვილი არის ამჟამად ბრალდებულის სტატუსით. რა თქმა უნდა, აღნიშნულ პიროვნებას უფლება აქვს, არ მისცეს საკუთარი თავის წინაღმდეგ ინფორმაცია, მან მისი უფლებების დაცვით მიაწოდა აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს.

მოწმემ დაადასტურა, რომ ნიკა ჟვანიას ნამდვილად ჰქონდა რკინის ხელკეტი, რომელიც მოიქნია ერთი პიროვნების - კონსტანტიბე ღიბრაძის მიმართულებით.

მას წარედგინა ვიდეო ჩანაწერები, სადაც მოახდინა კონკრეტული პიროვნებების იდენტიფიცირება", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

"გიორგი შაქარაშვილი თვალით არ მინახავს... უდანაშაულო ვარ" - ნიკოლოზ რევაზიშვილი მზად არის, კითხვებს სიცრუის დეტექტორზე უპასუხოს

"ნამდვილად გინდათ თქვენი შვილის მკვლელობის ბრალდებით უდანაშაულო ხალხი გაგვასამართლონ?" - ვახტანგ ჩიქოვანი შაქარაშვილის მშობლებს

"ფურცხვანიძემ შვილს სთხოვა, ფოტო დაემუშავებინა ისე, თითქოს ის გადაღებულია 19 ივლისს და მასზე ბაჩალიაშვილის მანქანა არ არის ასახული" - პროკურატურის განცხადება