ავტორი:

სად გამოვლინდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა და რას ამბობს ეზუგბაია ინფიცირებულებზე

სად გამოვლინდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა და რას ამბობს ეზუგბაია ინფიცირებულებზე

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარაში დაფიქსირდა. როგორც მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან აცხადებს, ახალი შემთხვევებიდან 15 თბილისში დადასტურდა.

"დაგვემატა 179 ახალი შემთხვევა და გვაქვს 2937 დადასტურებული შემთხვევა. 179 დადასტურებული შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა არის 126, იმერეთი - 16, თბილისი - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი 7, მცხეთა - მთიანეთი -7, გურია - 4, კახეთი - 4.

გამოჯანმრთელებულები მხოლოდ 10-ით გაიზარდა და 1422 გახდა", -განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, კოვიდცენტრებსა და ჰოსპიტლად გადაკეთებულ სასტუმროებში მეთვალყურეობის ქვეშ 1488 პაციენტი იმყოფება, მათგან 9 კრიტიკულად მძიმეა, მძიმე პაციენტების რაოდენობა კი, 70-მდე მერყეობს.

"ჩვენ ადრე ვთქვით, რომ PCR ტესტების რაოდენობა უნდა განგვესაზღვრა, თუ რამდენი იყო. 1506, რომელიც წინა დღეებში გამოვაცხადე, ეს არის დღეში სწრაფი ტესტები, რომელსაც ძირითადად, სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს უტარებენ, ხოლო PCR ტესტების რაოდენობა 16 აგვისტოს შემდეგ მზარდია. იყო დაახლოებით 7 ათასი დღეში და 16 სექტემბრის მონაცემებით, ჩატარებულია 11 ათას 125 PCR ტესტი“,-განაცხადა მან.

მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ ცენტრში 32 პაციენტი მკურნალობს, რომელთა შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 5 პაციენტის - მძიმე.

"ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე გვყავს 32 დადასტურებული პაციენტი. ამ 32 დადასტურებული პაციენტიდან ერთი კვლავ კრიტიკულად მძიმე პაციენტია. მძიმე პაციენტების სია მოგვემატა და დღევანდელი მონაცემებით, 5 მძიმე პაციენტი გვყავს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

ბათუმში ინფიცირებული მოზარდების რაოდენობა გაიზარდა - "ყველაზე პატარა წლის და ორი თვისაა, COVID-19 დაუდგინდათ მის დედას, მამას და ბებიას"

ქეთი მელუას ბათუმში გადაღებული კლიპი „Your Longing is Gone” უკვე ონლაინშია

მაშველებმა ხანძრის დროს სახლში მყოფი მწოლიარე ქალი გადაარჩინეს - ფოტოები გორიდან