ავტორი:

"მკვლელებს დავსჯი! ყველა იქნება პასუხისმგებელი, ვისაც თამუნა ბაჩალიაშვილის მკვლელობაში მონაწილეობა აქვს მიღებული" - ადვოკატი

"მკვლელებს დავსჯი! ყველა იქნება პასუხისმგებელი, ვისაც თამუნა ბაჩალიაშვილის მკვლელობაში მონაწილეობა აქვს მიღებული" - ადვოკატი

ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი სიცოცხლის საპირწონედ დავაყენებ ამ საკითხს და მკვლელებს დავსჯი! ყველა იქნება პასუხისმგებელი, ვისაც თამუნა ბაჩალიაშვილის მკვლელობაში მონაწილეობა აქვს მიღებული, - ამის შესახებ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურასთან განუცხადა.

როგორც რამიშვილი განმარტავს, მისთვის საინტერესოა, თუ რას შეეხება გენერალურ პროკურატურაში დანიშნული ბრიფინგი. მისივე განცხადებით, თუკი, საქმეს კვლავ თვითმკვლელობის კვალიფიკაცია ექნება, ადრე თუ გვიან, ჭეშმარიტება მაინც დადგინდება.

„ვნახოთ, რა დასკვნებია მოსული და რაზე იქნება საუბარი საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც გენერალურ პროკურატურაში დაინიშნა. სულ რამდენიმე დღის წინ, 11 შუამდგომლობა ჩავაბარეთ, სადაც საკმაოდ ბევრი მოთხოვნა იყო დაყენებული. მაინტერესებს, ეს ბრიფინგი „ვილა ალგეთთან“ და იმ გარემოებასთან თუ არის დაკავშირებული, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თვითმკვლელობის კვალიფიკაციას. ეს ყველასთვის დამღუპველი იქნება, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მფარველობენ. რაც არ უნდა გააკეთონ, რა ქმედებებიც არ უნდა განახორციელონ, რაც არ უნდა ვინმეს იმედი ჰქონდეს, რომ თითმკვლელობის კვალიფიკაცია ძალაში დარჩება და ამით დაასრულებენ ყველაფერს, ადრე თუ გვიან, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, მაინც მოვატრიალებ ამ საქმეს. მე პირადად, ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი სიცოცხლის საპირწონედ დავაყენებ ამ საკითხს და იმ მკვლელებს ყოველთვის დავსჯი. ყველა იქნება პასუხისმგებელი, ვისაც თამუნა ბაჩალიაშვლის მკვლელობაში მონაწილეობა აქვს მიღებული, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ამასთან, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ საკალმახეს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან ჰქონდეს კავშირი.

"საკალმახის ტერიტორიაზე გატყუებას ადგილი არ ჰქონია" - პროკურორი განმარტავს, სად იყო თამარ ბაჩალიაშვილის დანიშნულების ბოლო პუნქტი

"ეკეთათ პირბადეები, ეხურათ ქუდები... მოგზავნილები არიან" - სამოქალაქო აქტივისტს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა

"ამბობს, რომ ნიკა გეჯაძე და მისი შეყვარებული ნინი არ უფრთხილდებოდნენ მის გრძნობებს" - რას ჰყვება ჟურნალისტი, რომელმაც ბაჩალიაშვილის ჩანაწერები მოისმინა